ოზონის შრის დაცვა საქართველოში

16 სექტემბერი 2013

imageმარცხნიდან მარჯვნივ: ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრი, ხათუნა გოგოლაძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, სოფო ქემხაძე, UNDP საქართველო, ინიტა პაულოვიჩა, UNDP-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 16 სექტემბერი 2013 – საქართველოს საბაჟო გამოიყენებს ახალ აღჭურვილობას აკრძალული ოზონ-დამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის გასაკონტროლებლად. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა - ხათუნა გოგალაძემ, და UNDP-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა - ინიტა პაულოვიჩამ, დღეს გადასცეს შესაბამისი მოწყობილობა საქართველოს ფინანსთა მინისტრს - ნოდარ ხადურს, და საბაჟო დეპარტამენტის უფროსს - ვლადიმერ ხუნდაძეს.

ღონისძიება გაიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

„საქართველომ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება.  ქლორ-ფტორ-ნახშირბადები - ყველაზე სახიფათო ნივთიერებები, უკვე სრულად ამოღებულია მოხმარებიდან. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სხვა სახიფათო ნივთიერებების მოხმარებაც შევამციროთ  და ჩვენი ეკონომიკა და ცხოვრების წესი უფრო მწვანე და უსაფრთხო გავხადოთ“, თქვა მინისტრმა გოგალაძემ.

საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციამ წარადგინა ახალი ჟურნალი, რომელიც სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაციას მიაწოდებს როგორც ტექნიკოსებსა და ინჟინრებს, ასევე მკვლევარებს და გარემოს დამცველებს. ჟურნალი გამოცემულია UNDP-ის ხელშეწყობით.

„დღეს გარემოს დაცვა მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებებისა და მიდგომების ძიებას საქმიანობის ყველა სფეროში - პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სამეცნიერო საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაეროს განვითარების პროგრამა მოხარულია მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხელშეწყობას მდგრადი განვითარების საკითხებში“, - თქვა ინიტა პაულოვიჩამ, UNDP-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და UNDP 2006 წლიდან თანამშრომლობენ ოზონის შრის დაცვის საქმეში. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებითა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 კომპანია, პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგამაცივარ-ტექნიკოსის სასწავლო პროგრამები, ტექნიკოსმა და მებაჟეებმა გაიარა სასწავლო კურსი, სხვადასხვა კომპანიამ და ორგანიზაციამ გადაიყვანადანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907

ინგა ნიკაგოსიანი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,pr@moe.gov.ge; 577293979