საქართველო მონაწილეობს გაეროს გლობალურ გამოკითხვაში

2 აგვისტო 2013

image გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში - ჯეიმი მაკგოლდრიკი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, ეცნობიან ინტერნეტ პლატფორმას World We Want 2015

 

თბილისი, 2 აგვისტო 2013 – 2013 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საქართველო ჩაერთვება გაეროსა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებულ გლობალურ გამოკითხვაში მსოფლიოში მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის - „ჩემი სამყარო“. ამ გამოკითხვის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა თექვსმეტი წარმოდგენილი საკითხიდან აირჩიონ ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით მონაწილეობა მიიღონ 2015 წლის შემდგომი გლობალური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში.

საქართველოში გამოკითხვის ორგანიზატორია გაეროს წარმომადგენლობა, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან და მთავრობასთან თანამშრომლობით.

საქართველოში გამოკითხვის დაწყების შესახებ დღეს განცხადება გააკეთეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ჯეიმი მაკგოლდრიკმა და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გამართულ ღონისძიებაზე.

„ნაციონალური კონსულტაციებისა და ონლაინ გამოკითხვის ერთობლივი შედეგები მიეწოდება გაეროს გენერალურ მდივანთან არსებულ 2015 წლის შემდგომი განვითარების საკითხებზე მომუშავე კომისიას. გაერო იმუშავებს ადგილობრივ პარტნიორებთან, რათა საქართველო აქტიურად ჩაერთოს ამ უპრეცედენტო გლობალური განვითარების დაგეგმვის პროცესში,“ განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა.

საკონსულტაციო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, იძულებით გადაადგილებული, ეკონომიურად და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, ფერმერები, მედიის, აკადემიური და არასამთავრობო წრეების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი მოსაზრებების შესაგროვებლად, სხვადასხვა ტიპის მეთოდოლოგია იქნება გამოყენებული: ფოკუს-ჯგუფები, ონლაინ და პირდაპირი გამოკითხვები, მობილური ტექნოლოგიები.

შეგროვებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს არა მხოლოდ გლობალური განვითარების გეგმის ჩამოყალიბებას, არამედ ადგილობრივ დონეზე, ეროვნული განვითარების სტრატეგიის მომზადებას.

„ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი მოსახლეობისთვის წვლილი შეიტანონ როგოც მსოფლიოს შემდგომი განვითარების პროცესში, ასევე ადგილობრივად, განვითარების ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებაში“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა,

გაეროს გლობალური გამოკითხვა ეფუძნება „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ შედეგებს, რომლის საშუალებითაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდა. თუმცა, გამოწვევები კვლავაც რჩება, ამიტომაც გაერთიანებული ერების ორაგანიზაცია მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მუშაობს 2015 წლის შემდგომი გლობალური განვითარების გეგმის შემუშავებაზე.

194 ქვეყანამ უკვე მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში ვებ-გვერდზე: www.myworld2015.org. ამასთან ერთად, გაერო და მისი პარტნიორები აქტიურად ახორციელებენ თემატურ კონსულტაციებს მსოფლიო მასშტაბით და გამოკითხვის მონაწილეები კვლავაც ჩართულნი არინ კონსულტაციებში www.worldwewant2015.org ონლაინი პლატფორმის მეშვეობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999 (მობილური), maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

დაგვიკავშირდით
პრეს სამსახური სოფო ჭიჭინაძე, პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158
UNDP სოციალური მედიაში