სამოქალაქო საზოგადოება დისკრიმინაციის წინააღმდეგ

10 ივლისი 2013

imageმარცხნიდან მარჯვნივ: თამარ ხიდაშელი - UNDP, ნათია ნაცვლიშვილი - UNDP, თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ფოტო: მარიამ ჯანაშია/UNDP

 

თბილისი. 10 ივლისი 2013 - ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ორმოცდაათზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან - თეა წულუკიანთან. შეხვედრის დროს გამართული დისკუსიის მსვლელობაში მათ წარმოადგინეს საკუთარი ხედვა საქართველოში დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომელიც ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ზომებს ითვალისწინებს. კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონებისა და რეგულაციების  თავმოყრას და გაძლიერებას ახალი ინსტიტუციური მექანიზმის მეშვეობით. 

სამოქალაქო საზოგადოებამ გააცნო მინისტრ წულუკიანს და მინისტრის მოადგილეს - გოჩა ლორთქიფანიძეს კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები მისი დახვეწის თაობაზე.

მსჯელობა გაგრძელდება მომავალშიც. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება უშუალოდ დაუკავშირდეს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონული ფოსტით:  b.dzamashvili@justice.gov.ge

10 ივლისს გამართული შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org