რატომ არის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიისთვის?

4 ივლისი 2013

imageხორბლის მოსავლის აღება დოესში, შიდა ქართლი. ივლისი 2009. ფოტო: დავით ხიზანიშვილი//UNDP

თბილისი. 4 ივლისი 2013. გაეროს განვითარების პროგრამამ წარადგინა კვლევა, რომელიც შეისწავლის აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის სოფლის მეურნეობის სექტორს.

კვლევა  მოამზადეს საერთაშორისო და ადგილობრივმა მკვლევარებმა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

კვლევის მიხედვით, რეგიონის სამივე ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობა უმნიშვნელოვანესი სექტორია, რადგან ის დასაქმების, ეკონომიკური ზრდის, სიღარიბის დაძლევისა და საკვების უვნებლობის საწინდარია.

კვლევა ერთმანეთს ადარებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გამოცდილებას და მდგომარეობას სოფლის მეურნეობის სექტორში; ასევე შეისწავლის სახელმწიფო პოლიტიკას, ბაზრისა და ფინანსების ხელმისაწვდომობას, პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას.

კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რუდოლფ შოხმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულმა დირექტორმა, ინიტა პაულოვიჩამ – გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, ლიტა სურმავამ –  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, და ჯორჯ უელტონმა –  კვლევის ავტორმა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org