მწვანე და სუფთა საქართველო

16 ივნისი 2013

imageსაქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე, და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე - ინიტა პაულოვიჩა, დასუფთავების აქციაზე. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

 

საქართველო. 16 ივნისი 2013 – დღეს გაიმართა დასუფთავების ეროვნული აქცია, რომელმაც ათასობით მოხალისე, სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, უნივერსიტეტები და სკოლები, ბიზნეს კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები გააერთიანა.

მასშტაბურმა გარემოსდაცვითმა კამპანიამ მოიცვა თბილისი და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი.

დასუფთავების აქციები გაიმართა 80-ზე მეტ ადგილას, მათ შორის ისტორიული და კულტურული ძეგლების მახლობლად, სკოლების, უნივერსიტეტების და სამედიცინო დაწესებულებების შემოგარენში, ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების საგანგებოდ შერჩეულ უბნებზე. 

აქციის ორგანიზატორია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მხარდამჭერთა და მონაწილეთა მთელი რიგის ხელშეწყობით:

  • საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი
  • ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ყველა რეგიონში
  • გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში
  • გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
  • ამერიკის სავაჭრო პალატა (AMCHAM)
  • ბიზნეს კომპანიები: „ვისოლ ჯგუფი“, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“,  „IDS ბორჯომი საქართველო“, Aversi, Toyota Caucasus; Renault
  • არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია: “ეკოხედვა/ECOVISION”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ქართული ინტეგრირებული სისტემები (GiS), „მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია“, „სუფთა საქართველო“, პალიტრა მედია

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907

ინგა ნიკაგოსიანი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. pr@moe.gov.ge; 577 293979