უმცირესობათა უფლებები საქართველოში

15 ივნისი 2013

imageშეიხი ვაგიფ აქფეროვი. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 15 ივნისი 2013 – გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ჯეიმი მაკგოლდრიკმა - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, და მანანა კობახიძემ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიში და იმსჯელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხებზე.

უჩა ნანუაშვილმა - საქართველოს სახალხო დამცველმა მიმოიხილა საქართველოში უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის მოდერატორები იყვნენ გოგი გვახარია - რადიო „თავისუფლება“, და ნინო დანელია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907, (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

ნიკოლოზ ნერგაძე, საქართველოს პარლამენტი, 593 116619

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158