წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი

30 აპრილი 2013

imageბრიფინგი წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის დაწყების შესახებ. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

თბილისი. 30 აპრილი 2013 – დაიწყო მედია მონიტორინგის ახალი რაუნდი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას დააკვირდება. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შეისწავლის ორმოცამდე მედია საშუალებას: ეროვნულ და ადგილობრივ ტელევიზიებს, რადიოებს, გაზეთებსა და ინტერნეტ გამოცემებს.

მედია მონიტორინგის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და  გაეროს განვითარების პროგრამის  ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ინიტა პაულოვიჩამ.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, მონიტორინგს განახორციელებს ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, ინტერნიუს-საქართველო, სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

მედია მონიტორინგის შედეგები განთავსდება ვებ გვერდზე: www.mediamonitor.ge და სოციალურ ქსელზე:  www.facebook.com/mediamonitor.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 32 294 3763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158