გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკა

24 აპრილი 2013

imageმარჯვნიდან მარცხნივ: მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, და ინიტა პაულოვიჩა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 24 აპრილი  2013 – საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მართავს შეხვედრებს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერ-ფრაქციული ჯგუფის, პოლიტიკურ პარტიებისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათ განიხილეს ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის წახალისების გზები პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქვოტური სისტემის შემოღების მნიშვნელობაზე, რაც არჩევით თანამდებობებსა და პოლიტიკური პარტიების სიებში ქალთა რაოდენობას გაზრდის. სამუშაო ჯგუფებმა ასევე იმსჯელეს "გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2014 – 2016  წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის" შემუშავებაზე.

პირველი შეხვედრა გახსნეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარემ მანანა კობახიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" უფროსმა მრჩეველმა უილიამ კარტიემ.

დისკუსიები ორგანიზებულია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999(მობილური),  maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907(მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org