დედამიწის საათი 2013

23 მარტი 2013

imageსანთლებით დანთებული დედამიწის საათის ლოგო "60+" ჩაბნელებული გაეროს სახლის ფონზე. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 23 მარტი 2013. წელს საქართველომ მეხუთედ აღნიშნა "დედამიწის საათი”. წლევანდელი კამპანია განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რადგან უამრავი მონაწილე და მხარდამჭერი გააერთიანა.

23 მარტს ერთი საათით ჩაბნელდა საკვანძო შენობები და საჯარო ადგილები თბილისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბოლნისში, ტყიბულსა და თელავში. თბილისში გარე განათება გამოირთო ნარიყალაზე, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე, გაეროს სახლსა და მრგვალ ბაღში, შერატონის ქსელის სასტუმროებში. 

დედამიწის საათის ორგანიზატორთა და მხარდამჭერებს შორის იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, თბილისი მერია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), შერატონი, ახალი ნათება, გალფი, გაზეთი Georgia Today, რადიო "ქალაქი" და რადიო Jazz FM.

ელექტროენერგიის 60 წუთით გამორთვით აქციის მონაწილეებმა დედამიწის მიმართ თანადგომა გამოხატეს  და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას შეუერთდნენ.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 (32) 2251126 ext.158