სამშვიდობო ინიციატივების გაღრმავება

22 მარტი 2013

imageმარცხნიდან მარჯვნივ: ელჩი ფილიპ დიმიტროვი - ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯეიმი მაკგოლდრიკი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, და ანგელ სამურა - ნიდერლანდების სამეფოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 22 მარტი 2013 - ნიდერლანდების მთავრობამ სტაბილურობის ფონდის მეშვეობით გამოყო 200 ათასი ევრო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროგრამის COBERM-ის დასაფინანსებლად. 

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში - ჯეიმი მაკგოლდრიკმა, და ნიდერლანდების სამეფოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში  -  ანგელ სამურამ.

ღონისძიებას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში - ელჩი ფილიპ დიმიტროვი.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროგრამა COBERM-ი ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაბილიტაციის მექანიზმია.  პროგრამის მიზანია კონფლიქტების მშვიდობიანი გარდაქმნისკენ მიმართული სწრაფად განხორციელებადი და კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერა.

პროგრამის პირველ ეტაპზე, 2010-2012 წლებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორისა: საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკები, სამშვიდობო ჟურნალისტიკის კურსები, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის გამოცემა, სამხრეთ კავკასიის მწერალთა და მეცნიერთა ერთობლივი გამოცემები და აფხაზეთთან დაკავშირებული საარქივო მასალების ციფრულ ფორმატში გადაყვანა.

ინიციატივა  2015 წლის მაისამდე გაგრძელდება. პროგრამის სრული ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს აღემატება.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური) Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე, პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 (32) 2251126 ext.158