სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობა საქართველოში

22 მარტი 2013

imageპურის მცხობელი წალკაში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 22 მარტი 2013 – გაეროს განვითარების პროგრამამ წარადგინა კვლევა, რომელშიც განხილულია სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადი მოსახლეობის მდგომარეობა საქართველოში.

კვლევაში მიმოხილულია მოწყვლადობის ყველაზე გავრცელებული  მიზეზები, ხოლო დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა შედარებულია ქვეყანაში არსებული ვითარების საშუალო მაჩვენებლებთან.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ  ამა თუ იმ  სახის მოწყვლადობა ეხება საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტს, რაც მრავალმხრივი სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირებას მოითხოვს.   

ნაშრომი ეფუძნება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების კვლევებს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს.

კვლევაში გამოყენებული რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები აღწერს საქართველოს 4000-ზე მეტი ოჯახისა და შინა მეურნეობის მდგომარეობას, ხოლო მოწყვლადი მოსახლეობის ჯგუფებს შორის განხილულია ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, დევნილები და მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლები.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური) sophie.tchitchinadze@undp.org

 

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158