ნოქალაქევში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

6 მარტი 2013

imageბაღის გახსნას წინ ბავშვების კონცერტი უძღვოდა. ფოტო: ცირა კაკუბავა/UNDP

ზუგდიდი. 6 მარტი 2013.  სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მომსახურებითაც ორმოცზე მეტი ბავშვი ისარგებლებს. ბაღის აღსაზრდელთა დიდი ნაწილი დევნილი ოჯახებიდანაა.

საბავშვო ბაღის აშენდა გაეროს განვითარების პროგრამის, ნორვეგიის მთავრობისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.

ნოქალაქევის საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თენგიზ ადამია.


UNDP დახმარებას უწევს სამეგრელოს რეგიონს 2010 წლიდან ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც დაახლოებით 3 მილიონ დოლარს შეადგენს. UNDP-ის დახმარებით სარგებლობენ როგორც რეგიონში განსახლებული დევნილები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.


ეკონომიკის განვითარებისა და ცხოვრების დონის გაზრდის მიზნით, UNDP ხელს უწყობს პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას. UNDP-ის ხელშეწყობით ფოთის, ხობის, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება სოციალური ინფრასტრუქტურის და სარეაბილიტაციო პროექტები - წყალმომარაგების სისტემის, საბავშვო ბაღების შენობებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.


გარდა ამისა UNDP-მ ხელი შეუწყო განვითარების გეგმების შემუშავებას 51 თემისა და ხობის, სენაკისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის.


UNDP-ის ხელშეწყობით სამეგრელოს 80 ათასზე მეტმა მოსახლემ ისარგებლა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907,Sophie.Tchitchinadze@undp.org