არჩევნების სკოლა

9 დეკემბერი 2013

imageპროფესიული საარჩევნო ადმინისტრაცია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

1990 წლიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა ოცდაექვსი არჩევნები: აქედან ექვსი საპრეზიდენტო, რვა საპარლამენტო, რვა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ოთხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. (წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია)

არჩევნების თემა ხშირად იწვევს საზოგადოებაში ცხარე კამათს. 24 წლიანი ისტორიის განმავლობაში,საქართველოს საარჩევნო პროცესს თან ახლდა წარმატებები და წარუმატებლობები. ამ უკანასკნელის მაგალითია 2003 წელს საპარლამენტო  არჩევნების მასიური გაყალბება, რასაც ვარდების რევოლუცია მოჰყვა.

ყველაზე ხშირი პრობლემები, რომელიც საარჩევნო პროცესს თან ახლდა, იყო საარჩევნო სიების უზუსტობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხმების გაყალბება და ამომრჩეველზე ზეწოლა. ეს პრობლემები აისახებოდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნებში, რაც ხელისუფლებისთვის და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სამოქმედო გეგმად უნდა ქცეულიყო.

არჩევნები მუდმივად იყო საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების საგანი, მათ შორის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის, რომლებიც 2003 წლიდან ხელს უწყობენ საქართელოში საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებას.

ეს მრავალმხრივი დახმარება მოიცავს საარჩევნო პროცესის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს -საარჩევო პროცესის მონაწილეთა ქმედითუნარიანობას, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას, არჩევნების დაბალანსებულ და მიუკერძოებულ გაშუქებას, და ამომრჩევლების ხელშეწყობას ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია  კვალიფიცირებული საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარება, რომელიც შეძლებს პროფესიულად გაუძღვეს საარჩევნო პროცესის სრულ ციკლს - არჩევნების დღეს და ასევე წინა და შემდგომ პერიოდს.

BRIDGE- პროფესიული სასწავლო პროგრამა საარჩევნო პროცესებზე- ამ ყოვლისმომცვლელი მიდგომის ერთ-ერთი ნაწილია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, თამარ ჟვანია, BRIDGE ერთ-ერთი საუკეთესო ტრენერია საქართველოში. შვიდი წლის განმავლობაში ის უძღვებოდა გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო ხელშეწყობის პროექტს, ხოლო  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაინიშნა.

„BRIDGE ძლიერი და სტაბილური საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბების საფუძველია. იგი ხელს უწყობს საერთაშორისოდ აღაირებული პრაქტიკის დანერგვას, პროცესის მონაწილეების უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას, იქნება ეს საარჩევნო კომისია, მედია, დამკვირვებლებისა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები“,- ამბობს თამარ ჟვანია.

2010 წლიდან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოქმედებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, რომელიც ადმინისტრაციების თანამშრომლებს სთავაზობს კონსულტაციასა და სასწავლო პროგრამებს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა უზრუნველყოფს ცენტრში დასაქმებული ტრენერების პროფესიონალიზმსა და სასწავლო პროგრამების მაღალ ხარისხს.

სასწავლო პროცესი უწყვეტია და საარჩევნო ციკლის ყველა პერიოდში მიმდინარეობს.

2013 წლის ნოემბერში ჩატარებული ტრენინგი ეძღვნებოდა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებს, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლების ქცევის ნორმებს. ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი  სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და  საარჩევნო კომისიის  წევრები.

მონაწილეთა აზრით, სასწავლო პროგრამა იყო ეფექტური და დროული, განსაკუთრებით 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების მოახლოების  გათვალისწინებით. ადგილობრივმა დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ინოვაციურ მიდგომებს და საერთაშორისო სტანდარტებს არჩევნების  შეფასებისას.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, არჩევნები პოლიტიკურ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი შემადგენელია.დემოკრატიის ხარისხი ხშირად განისაზღვრება იმით, თუ როგორ ტარდება ქვეყანაში ეს პროცესი. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადების თანახმად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში იყო გამჭვირვალე, ეფექტურად ადმინისტრირებული და წარიმართა კონსტრუქციულ გარემოში. საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმმა მნიშვნელოვანი  როლი შეასრულა არჩევნების ასეთ პოზიტიურ შეფასებაში.

საქართველოს საერთაშორისო ხელშეწყობა არჩევნების წარმართვის საკითხებში გაგრძელდება 2014 წლის მანძილზე, როდესაც  ქვეყანაში ჩატარდება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა დემოკრატიის განვითარების  გზაზე.

2013 წლის დეკემბერი

 

 

 

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158
ფოტო კოლექციები
  • Shepherd, Vashlovani National Park, Georgia
  • Georgian-Romanian Youth Festival in Borjomi, Georgia, in 2011
  • _DSC6134
  • Georgia: Vocational training equips youth for careers
  • Photo contest
  • Talent in Tbilisi Georgia

ყველა ფოტო კოლექციაFlickr