სამოქალაქო საზოგადოების სამშვიდობო ინიციატივები

4 ივლისი 2013

imageმაცხნიდან მარჯვნივ: ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში - პიტერ იან ლანგენბერგი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე - ინიტა პაულოვიჩა, და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ფილიპ დიმიტროვი. ფოტო: მარიამ ჯანაშია/UNDP

 

თბილისი. 4 ივლისი 2013 – თექვსმეტმა აფხაზურმა, ქართულმა და სამხრეთ ოსურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო დაფინანსება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივისგან - ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაბილიტაციის მექანიზმი (COBERM).

იდეებისა და პროექტების კონკურსის პირველ რაუნდში, რომელიც 2012 წლის დეკემბერში გამოცხადდა, მონაწილეობა მიიღო 170-ზე მეტმა ორგანიზაციამ.

გამარჯვებული პროექტები ეხება კონფლიქტით გამიჯნულ თემებს შორის ნდობის აღდგენის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ურთიერთობის გაღრმავება სხვადასხვა პროფესიულ თუ სოციალურ ჯგუფს შორის (ექიმები, მასწავლებლები, მკვლევარები, ფერმერები და ახალგაზრდობა), ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, სამშვიდობო ჟურნალისტიკა და პროფესიული რეპორტაჟი, სახალხო დიპლომატია და ქალთა როლის გაზრდა კონფლიქტის  გარდაქმნის საკითხებში.    

დაფინანსების მთლიანმა ბიუჯეტმა 1 მილიონ ევროს გადააჭარბა. აქედან 200 ათასი ევრო გამოყო ნიდერლანდების მთავრობამ სტაბილურობის ფონდის მეშვეობით.

ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსება მოხმარდება სამი პროექტის განხორციელებას, რომელთა ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები - Go Group Media, სტუდია „რე“ და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“.

სამივე ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ესტრუმრნენ გაეროს სახლს თბილისში, სადაც გაიმართა შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საქართველოში - პიტერ იან ლანგენბერგთან, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - ფილიპ დიმიტროვთან, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილესთან - ინიტა პაულოვიჩასთან.  

იდეებისა და პროექტების კონკურსის მეორე რაუნდი გამოცხადდა 2013 მაისში. პროგრამა COBERM გაგრძელდება 2015 წლის მაისამდე. მისი ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს აღემატება.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907,  Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 32 2943763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158
ფოტო კოლექციები
  • Shepherd, Vashlovani National Park, Georgia
  • Georgian-Romanian Youth Festival in Borjomi, Georgia, in 2011
  • _DSC6134
  • Georgia: Vocational training equips youth for careers
  • Photo contest
  • Talent in Tbilisi Georgia

ყველა ფოტო კოლექციაFlickr