ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ სოფლის მეურნეობის განვითარებას აჭარაში

21 მაისი 2013

image

 

თბილისი. 21 მაისი 2013 – 2013-2016 წლებში აჭარაში განხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელიც მცირე ფერმერთა ხელშეწყობას ითვალისწინებს. 

ევროკავშირისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებით 3.3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს წარუძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

პროექტის პარტნიორები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის აგროსერვისი, ხოლო მისი მთავარი მიზნები შემდეგია: აჭარაში სოფლის მეურნეობის ეფექტურობის გაზრდა, მცირე ფერმერთა, როგორც სოფლის მეურნეობის მთავარი დასაყრდენის, გაძლიერება, და აჭარის სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება.  

აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივა ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის  ნაწილია. ENPARD–ის საშუალების ევროკავშირი ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებში  ეკონომიკის ზრდას, სტაბილურობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას  სურსათის  უვნებლობის, მდგრადი წარმოებისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების საფუძველზე.

საქართველოში პროგრამა ENPARD დაიწყო 2013 წლის მარტში და მიზნად ისახავს სურსათის წარმოების ზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას. ENPARD საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი  შეადგენს 40 მილიონს ევროს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 32 294 3763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), Sophie.Tchitchinadze@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158
ფოტო კოლექციები
  • Shepherd, Vashlovani National Park, Georgia
  • Georgian-Romanian Youth Festival in Borjomi, Georgia, in 2011
  • _DSC6134
  • Georgia: Vocational training equips youth for careers
  • Photo contest
  • Talent in Tbilisi Georgia

ყველა ფოტო კოლექციაFlickr