რეაგირება თუ პრევენცია

11 ოქტომბერი 2012

გაეროს განვითარების პროგრამის ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების პროექტის ანალიტიკოსი ჰერმან ბერგსი საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

13 ოქტომბერს მსოფლიო ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების დღეს აღნიშნავს.

სამწუხაროდ, საქართველოში ბუნებრივი კატაკლიზმები - წყალდიდობები და გვალვები ხშირია. მათ ადამიანური მსხვერპლი და მატერიალურ ზიანი მოაქვთ. საქართველოს მთავრობა მილიონობით დოლარს ხარჯავს ასეთ გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე რეაგირებაზე და მოკლევადიანი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე, თუმცა კატასტროფების რისკი  კვლავ არსებობს.

2007 წლის წყალდიდობებმა საქართველოს $246 მილიონის ოდენობის ზარალი მოუტანა, 2000 წლის გვალვამ კი $183 მილიონი. ( წყარო: გარემოს დაცვის სააგენტო, უბედური შემთხვევების რისკების ატლასი)

კლიმატის ცვლილების გავლენისადმი მიძღვნილი კვლევის თანახმად, ბუნებრივი კატასტროფებისა და  და მიწის ეროზიისგან მიყენებული საერთო ეკონომიკური ზარალი უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, $2.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2012 წლის სეტყვამ, ქარიშხალმა და წყალდიდობამ უდიდესი ზარალი მიაყენა კახეთის რეგიონის 20.000 ოჯახს, ზიანის ოდენობა აღემატება 123 მილიონს. ზარალი მიადგა 5 255 საცხოვრებელს, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების სისტემებს. ერთ-ერთი წყლის სადისტრიბუციო სისტემის აღდგენის ხარჯი აღემატება 2 მილიონ დოლარს. სისტემა უკვე ამოქმედებულია, თუმცა განმეორებითი წყალიდიდოებების შემთხვევაში, ხელახალი დაზიანების რისკი დიდია.

2012 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ, მსოფლიო ბანკმა და გაერომ ერთობლივი ძალისხმევით მოამზადა ერთობლივ საჭიროებათა შეფასების დოკუმენტი, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს ბუნებრივი რისკების შემცირების მიდგომის უპირატესობას.

ბუნებრივი კატასტროფების შემცირების პოლიტიკას შესწევს, ძალა საგრძნობლად შეამციროს რისკები. ის ითვალისწინებს ყველა გარე პირობას და შეადგენს სარგებლისა და დანახარჯების საუკეთესო თანაფარდობას

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ბუნებრივი შემთხვევების რისკების შემცირების მიდგომის მხარდამჭერია და აგრძელებს ტექნიკური და სხვა სახის დახმარების გაწევას ადგილობრივი პარტნიორებისათვის პასუხისმგებლობების დანაწილების მონაცემთა ბაზის მომზადების საქმეში, რეგიონული განვითარების სტრატეგიებში ამ მიდგომის ინტეგრაციის და სამოქალაქო ცნობიერების გაზრდის კუთხით.