COBERM 4 – პროექტის იდეების კონკურსი

1-ელი რაუნდი

25 July 2019

COBERM-ი (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი), ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა, აცხადებს საპროექტო იდეების მიღებას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან - დარეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და აკადემიური დაწესებულებებისგან. საპროექტო იდეები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მიზნებს:    

1) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ნდობის მშენებლობის სფეროში ინოვაციური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა;

2)  მშვიდობის, სტაბილურობის და ადამიანების უსაფრთხოების ხელშემწყობი გარემოს შექმნა და გაძლიერება;  

3) ნდობის მშენებლობის სფეროში აკადემიური კვლევებისა და ანალიზის მხარდაჭერა.

ზოგადი ინფორმაცია    

COBERM-ი არის აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და მოქნილი საგრანტო პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაერო-ს განვითარების პროგრამა.  2010 წელს შექმნის დღიდან,  COBERM-ი აგრძელებს ნეიტრალური გარემოს შექმნას ადგილობრივი საზოგადოებების საჭიროებების მოსაგვარებლად, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივებს სხვადასხვა სფეროებსა და საქმიანობებში, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი თემების ცხოვრებისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, ასევე ხელს უწყობს ახლებურ მიდგომებსა და ინიციატივებს მშვიდობისა და ნდობის მშენებლობის სფეროში.  COBERM-ის სამი ფაზა განხორციელდა 2010-2018 წლებში. პროგრამის მეოთხე ფაზა დაიწყო 2019 წლის მაისში.  

კონკურსის მიზანი  

კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს ისეთი საპროექტო წინადადებები, რომლებიც გვთავაზობენ მზარდ და გრძელვადიან თანამშრომლობას, ახდენენ თვალსაჩინო დადებით ზეგავლენას ნდობის მშენებლობაზე, ასევე განწყობებსა და ქმედებებზე, რომლებიც ნდობის აღდგენასა და შერიგებას უწყობენ ხელს.   

უპირატესობა მიენიჭება

  • ინიციატივებს, რომლებიც მოიცავენ გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს,  აძლიერებენ ექსპერტებს, პროფესიონალებს, ორგანიზაციებსა და ადგილობრივ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს შორის კონტაქტებს. ასევე ინიციატივებს, რომლებიც გვთავაზობენ მზარდ თანამშრომლობას საერთო, პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებზე, ახდენენ თვალსაჩინო ზეგავლენას ნდობის აღდგენის პროცესზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა (მაგრამ არა მხოლოდ) ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები, გენდერული საკითხები. ამასთანავე, პრიორიტეტი მიენიჭება ინიციატივებს, რომლებიც ეფუძნება ქალთა უფლებების დაცვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის თანახმად.  
  • ინიციატივებს, რომლებიც გვთავაზობენ განსაკუთრებულ ახალ მიდგომებს,  მოიცავენ ფართო თემატურ სპექტრს და/ან პასუხობენ კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების წინაშე არსებულ გამოწვევებს.
  • ინიციატივებს, რომლებიც გვთავაზობენ შიდა საზოგადოებრივ დისკუსიებს ნდობის აღდგენის თემებზე, ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გამოვლენასა და სიძულვილის ენის თავიდან აცილებაზე და საზოგადოებრივი სტერეოტიპების შეცვლაზე, რაც მიზნად ისახავს განწყობებისა და ქმედებების პოზიტიური მიმართულებით შეცვლას, ამყარებს მშვიდობის მშენებლობის საფუძველს და უზრუნველყოფს სამშვიდობო ინიციატივების გათავისებას ადგილობრივი საზოგადოების მიერ.  
  • ინიციატივებს ძლიერი ანალიტიკური და/ან აკადემიური კვლევის კომპონენტით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ისევე როგორც აკადემიური წრეებისა და ექსპერტების  მხრიდან.
  • გამონაკლისის სახით, ასევე შესაძლებელია დაფინანსდეს კონფლიქტის პრევენციის ძლიერი ელემენტების მქონე ისეთი პროექტებიც, რომლებიც საკუთარი საზოგადოების შიდა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას ისახავენ მიზნად.   

COBERM IV-ის თემატური პრიორიტეტები არის მოქნილი იმდენად, რამდენადაც პროექტის იდეა წარმოაჩენს ნდობის მშენებლობის ძლიერ პოტენციალს.

მნიშვნელოვანია: ინიციატივების მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, ერთი ორგანიზაციის მიერ  მოთხოვნილი თანხა არ უნდა აჭარბებდეს 120,000 აშშ დოლარს.  სამ წელზე ნაკლები გამოცდილების მქონე ორგანიზაციის დაფინანსების ზედა ზღვარს კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს   სამეთვალყურეო საბჭო. რეკომენდებულია განმცხადებლის მიერ თანადაფინანსების შემოთავაზება.   

წარმოდგენილი ინიციატივების მაქსიმალური ხანგრძლივობა: 1.5 წელი (გაგრძელების პერსპექტივით).  

საპროექტო იდეის წარდგენის საბოლოო ვადა 

2019 წლის 2 სექტემბრის 18.00 სთ. ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი არ მიიღება.   

პროექტის იდეის წარდგენა

თუ გაქვთ პროექტის იდეა, რომელიც წვლილს შეიტანს COBERM -ის მიზნების მიღწევაში, შეავსეთ საპროექტო იდეის სტანდარტული ფორმა (ჩამოტვირთეთ ამ გვერდის მარჯვენა მხარეს) და წარმოადგინეთ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: coberm@undp.org   

პროექტის იდეის შერჩევის კრიტერიუმები  

1) COBERM-ის მიზნებთან თანხვედრა;

2) შესაბამისობა კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისა და ადგილობრივი საზოგადოებების საჭიროებებთან და ზეგავლენა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე;

3) ზიანისა ან პოტენციური უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება;  

4) კონფლიქტით დაზარალებულ ჯგუფებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთობების მხარდაჭერა - პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს ქალებსა და ახალგაზრდებს, და/ან გენდერულ თანასწორობასა და თანაბარ შესაძლებლობებს; იყოს თანხვედრაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან UNSCR 1325 and UNSCR 2250 და ითვალისწინებდეს ქალების, გოგონებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას, დაცვასა და მხარდაჭერას მდგრადი, მშვიდობიანი განვითარებისათვის.

5) პროექტის შესრულებადობა - განსაზღვრული პრობლემის დასაბუთებული ანალიზი და მის მოგვარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობის დასაბუთება, გარეშე დაინტერესებული პირების ანალიზი და სხვა;  

6) გაზომვადი და რეალისტური გრძელვადიანი შედეგები  (ობიექტურად შეფასებადი ინდიკატორები);

7) შედეგების მდგრადობა;

8) ეფექტიანი ხარჯვა და რესურსების შესაბამისობა პროექტის მოსალოდნელ შედეგებთან.  

შერჩევის პროცესი  

ყველა საპროექტო იდეას განიხილავს ევროკავშირი/გაეროს განვითარების პროგრამის შეფასების კომისია და სამეთვალყურეო საბჭო. ევროკავშირი/გაეროს განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს აპლიკანტებს სრული საპროექტო განაცხადის წარსადგენად, შერჩეული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას. ფინალისტები, შესაძლოა, მოწვეულ იქნან ინტერვიუზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან.  

ორგანიზაციის მონაწილეობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები:   

  • იყოს რეგისტრირებული როგორც არა-მომგებიანი, არა-კომერციული ორგანიზაცია და ჰქონდეს საბანკო ანგარიში;  
  • ჰქონდეს პროექტის განხორციელებისათვის სათანადო ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური რესურსები;  
  • სასურველია, წარმოადგინოს დონორებთან ურთიერთობის გამოცდილების კარგი ისტორია.  

მნიშვნელოვანია:   

  • უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბიუჯეტის ეფექტიანობას და თანადაფინანსების არსებობას, აგრეთვე საერთაშორისო სტატუსს, როგორც დამატებით ღირებულებას. საერთაშორისო ორგანიზაციას ასევე შეუძლია შემოიტანოს განაცხადი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.       
  • არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმებს, ახლად შექმნილ ორგანიზაციებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც არ აქვთ  საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება ასევე შეუძლიათ განაცხადის წარდგენა, თუ აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ სხვა კრიტერიუმებს.      
  • განსაკუთრებით მივესალმებით განცხადებებს ქალთა და/ან ქალების ხელმძღვანელობით მომუშავე, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციებისგან.   
  • უპირატესობა მიენიჭება ინოვაციურ, შემოქმედებით იდეებს, სადაც ნათლად ჩანს მათი მიზნობრიობა, ნდობის აღდგენის პოტენციალი და ასევე ინიციატივებს ცვლილებების, მდგრადობის, ზრდადი ეფექტის, ადგილობრივი ჩართულობის თვალსაჩინო ელემენტებით.     
  • განმცხადებლებს, რომლებმაც ადრე წარუდგინეს იდეა COBERM-ს, მაგრამ არ იქნენ შერჩეულნი, ასევე შეუძლიათ მონაწილეობა ახალი  საპროექტო იდეით, თუ ის სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს.   
  • ერთ ორგანიზაციას შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე საპროექტო იდეა.    ასევე რეკომენდებულია პარალელური პროექტების წარდგენა.  

განცხადება პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესახებ

COBERM დაადასტურებს ყოველი განაცხადის მიღებას სამი სამუშაო დღის ვადაში; იმ შემთხვევაში, თუ თქვენი განაცხადის მიღების შესახებ დასტურს არ მიიღებთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: coberm@undp.org.

გაერო-ს განვითარების პროგრამა არ არის პასუხისმგებელი ტექნიკურ პრობლემებზე, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი განაცხადის დაგვიანებით მიღება და/ან დაკარგვა.

COBERM 4: პროექტის იდეების კონკურსი

განაცხადის ფორმა

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

2 სექტემბერი 2019, 18:00. ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი არ მიიღება.

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: coberm@undp.org.

განცხადება პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესახებ

COBERM დაადასტურებს ყოველი განაცხადის მიღებას სამი სამუშაო დღის ვადაში; იმ შემთხვევაში, თუ თქვენი განაცხადის მიღების შესახებ დასტურს არ მიიღებთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: coberm@undp.org.

გაერო-ს განვითარების პროგრამა არ არის პასუხისმგებელი ტექნიკურ პრობლემებზე, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი განაცხადის დაგვიანებით მიღება და/ან დაკარგვა.