მდგრადი განვითარების მიზნები 2030

“მსოფლიოს ლიდერებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დააყენონ მსოფლიო ინკლუზიური და მდგრადი განვითარების გზაზე“ - ჰელენ კლარკი, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი 

პოლ ლედი, გაეროს განვითარების პროგრამის გუნდის ხელმძღვანელი მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში, საუბრობს განვითარების ახალი დღის წესრიგის შესახებ.

რას წარმოადგენს განვითარების ახალი დღის წესრიგი?

2015 წელს დასრულდა ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის 15-წლიანი ციკლი და მსოფლიო დადგა განვითარების ახალი გამოწვევბის განსაზღვრისა და ახალი მიზნების შემუშავების ამოცანის წინაშე.

მსოფლიოს ქვეყნების ერთობლივმა ძალისხმევამ და თანამშრომლობამ ათასწლეულის განვითარების მიზნევის მიღწევის საქმეში ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი გლობალური დღის წესრიგის არსებობა ისეთ გამოწვევებთან გამკლავებისას, როგორიცაა სიღარიბის აღმოფხვრა. მსოფლიომ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია 15 წლის მანძილზე, მაგრამ განვითარების ძირითადი გამოწვევების გლობალური დაძლევა კვლავაც აქტუალურია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი გლობალურ დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2015 წლის შემდეგ. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გაარგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე.  

გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წლის 25-27 სექტებერს ნიუ იორკში (აშშ) გამართულ მდგრადი განვითარების სამიტზე.

მდგრადი განვითარების მიზნები


გლობალური განვითარების 17 მიზანი პირდაპირ უკავშირდება გაეროს განვითარების პროგრამის სტრატეგიულ გეგმაში ასახულ საკვანძო საკითხებს: მდგრადი განვითარება, დემოკრატიული მმართველობა და მშვიდობის მიღწევა, კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფების მიმართ მედეგობა. მიზანი 1 (სიღარიბის დაძლევა), მიზანი 10 (უთანასწორობის შემცირება) და მიზანი 16 (მმართველობა) ცენტრალურ ადგილს იკავებენ ჩვენს ამჟამინდელ და სამომავლო საქმიანოაში.

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას ყველა მიზნის ერთობლიობის მიმართ. გაეროს განვითარების პროგრამას საუკეთესოდ შეუძლია ამ პროცესის მხარდაჭერა.  

UNDP-ის როლი გლობალური მიზნების მიღწევის საქმეში

გაეროს განვითარების პროგრამა, რომელიც განსაუთრებულ ყურადღებას უთმობს სიღარიბის დაძლევასა და უთანასწორობის შემცირებას, გაეროს წამყვანი სააგენტოა მდგრადი განვითარებისაკენ მიმართულ საქმიანობაში. UNDP ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი გლობალური მიზნების შესრულებაში.

UNDP დახმარებას გაუწევს მსოფლიოს ქვეყნებს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • განვითარების ახალი გლობალური დღის წესრიგის ასახვა განვითარების ეროვნულ გეგმებსა და პოლიტიკაში.
  • მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.
  • მდგრადი განვითარებისა და მმართველოს საკითხებში გაეროს გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარება გლობალური მიზნების მიღწევის ყველა საფეხურზე.

UNDP თანათავმჯდომარეობს გაეროს სამუშაო ჯგუფს მდგრადი განვითარების საკითხებში და სათავეში ჩაუდგება სახელმძღვანელოების მომზადებას გლობალური მიზნების ეროვნული ანგარიშებისათვის, რომლებიც გაითვალისწინებენ თითოეული ქვეყნის მოთხოვნებსა და თავისებურებებს. 

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი