განვითარების გლობალური მიზნები

2015 წლის 25 სექტემბერს მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები შეიკრიბნენ მდგრადი განვითარების სამიტზე ნიუ იორკში (აშშ) და შეთანხმდნენ მსოფლიოს განვითარების ახალი დღის წესრიგის -  მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ.  

განვითარების ახალი დღის წესრიგი მოიცავს 17 გლობალურ მიზანს, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტები 15 წლის მანძილზე, 2016 წლიდან  2030 წლამდე.  

მდგრადი განვითარების მიზნების კონცეფცია წარმოიშვა 2012 წელს, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითრების კონფერენციაზე - რიო +20. მისი მიზანია შესთავაზოს მსოფლიოს უნივერსალური დღის წესრიგი, რომელიც წონასწორობაში მოიყვანს განვითრების სამ განზომილებას - გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებს.  

მდგარდი განვითრების მიზნებმა ჩაანაცვლეს ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDGs) და ეყრდნოებიან მათი 15-წლიანი ციკლის (2000-2015) შედეგებს.

მსოფლიოს ქვეყნების ერთობლივმა ძალისხმევამ და თანამშრომლობამ ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი გლობალური დღის წესრიგის არსებობა ისეთ გამოწვევებთან გამკლავებისას, როგორიცაა სიღარიბის აღმოფხვრა. მსოფლიომ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია 15 წლის მანძილზე, მაგრამ განვითარების ძირითადი გამოწვევების დაძლევა კვლავაც აქტუალურია.

სიღარიბის, უთანასწორობისა და ავადმყოფობისა საბოლოო დაძლევა, ისევე როგორც ეკოლოგიური უსაფრთხოების, მშვიდობიანი განვითარებისა და საყოველთაო დასაქმების მიღწევა, მოითხოვს მსოფლიოს გადასვლას მდგრადი განვითარების პრინციპებზე. სწორედ ესაა ახალი გლობალური მიზნების დანიშნულება.  

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევამ უნდა დაასრულოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე, რომლის შედეგებსაც მსოფლიოს ყველა ადამიანი გაიზიარებს.

MDGs და SDGs

ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDGs)

ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDGs) მიღწევა

ათასწლეულის განვითარების მიზნების 15-წლიანმა ციკლმა უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიოს განვითარებაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა.გაიგეთ მეტი 

SDG

მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs) გადასვლა

ახალი გლობალური მიზნების - მდგრადი განვითარების 17 მიზნის დანიშნულებაა დაასრულოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე.გაიგეთ მეტი 

UNDP-ის თანამშრომლობა

მდგრადი განვითარების მიზნების ფონდი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივითა და ესპანეთის მთავრობის საწყისი ხელშეწყობით. ფონდის მიზანია შეარბილოს მსოფლიოს გადასვლა ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან მდგრადი განვითარების მიზნებზე. გაიგეთ მეტი 

Logo BCTA

ბიზნეს მოწოდება ქმედებისაკენ მიზნად ისახავას კერძო სექტორთან თანამშრმლობას გლობალური მიზნების მიღწევის საქმეში და ისეთი ბიზნეს მოდელების შემოღებას, რომლებიც გააერთიანებენ კომერციულ მოგებასა და განვითარების ბენეფიტებს.გაიგეთ მეტი 

გაიგეთ მეტი ჩვენს პარტნიორებზე მთელს მსოფლიოში