ეკონომიკური განვითარება

მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიული რეფორმების გატარება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პრიორიტეტებია. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა ხელი შევუწყოთ ისეთ ეკონომიკურ აღმავლობას, რომელიც თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება.

ჩვენი მიზნები

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს შრომის ბაზარზე მორგებულ პროფესიულ განათლებას, ადგილობრივ განვითარებასა და მცირე ბიზნესს. ჩვენი პროგრამები ხელს უწყობს უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას სოფლის მეურნეობის სფეროში, ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო და რეგიონულ ვაჭრობასა და მწვანე ეკონომიკის, როგორც ეკონომიკური ზრდის ალტერნატიული საშუალების, განვითარებას. მეტი

დასაქმება განვითარებისათვის

4 ათასამდე სტუდენტმა გაიარა პროფესიული განათლებისა და გადამზადების კურსები გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით. მათი 70 პროცენტი წარმატებით დასაქმდა ადგილობრივ ბიზნესსა და წარმოებაში. ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP მეტი ინფორმაცია

წარმატების ისტორიები

ზღვარზე

დაუცველობა, იმედგაცრუება და მომავლის შიში კონფლიქტის რეგიონების სევდიანი მახასიათებლებია. შიდა ქართლის მოსახლეობა ოც წელზე მეტია ცხოვრობს ომისა და მშვიდობის ზღვარზე, სტაბილურობისა და განვითარების თითქმის უიმედო მოლოდინში.მეტი 

აგრარული ხიდი ევროპასთან

სოფლის მეურნეობა თენგიზის საყვარელი საქმეა. მისი ნაკვეთი მაღალმთიან აჭარაშია, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარებას ართულებს კლდოვანი ლანდშაფტი და მიწის სიმცირე.მეტი 

იხილეთ მეტი

პროექტები

ყველა პროექტი