ეკონომიკური განვითარება

მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიული რეფორმების გატარება გაეროს განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია საქართველოში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა ხელი შევუწყოთ ისეთ ეკონომიკურ აღმავლობას, რომელიც თოთოეული ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება.

ჩვენი მიზნები

ჩვენ მხარს ვუჭერთ შრომის ბაზარზე მორგებულ პროფესიულ განათლებას, ადგილობრივ განვითარებასა და მცირე ბიზნესს. ჩვენი პროგრამები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სფეროში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას და ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების განვითარებას. გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ საერთაშორისო და რეგიონულ ვაჭრობის განმტკიცებას და მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკის კონცეფციას, როგორც ეკონომიკური ზრდის ალტერნატიულ საშუალებას. მეტი

image
ფერმერების მხარდაჭერა

2012 წლის ივლისში ძლიერმა სეტყვამ და ქარბორბალამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში და ზარალი მიაყენა 17 ათასზე მეტ ოჯახს. გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, კახეთის ოცდაათ სოფელში ჩავიდნენ სოფლის მეურნეობისა და მცენარეთა მოვლის სპეციალისტები, რომელთაც დახმარება გაუწიეს ფერმერებს დაზიანებული ვენახებისა და ხილის ბაღების აღდგენაში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

წარმატების ისტორიები

  • მცირე ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს აჭარაში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/ UNDP

    ბიზნესი ადამიანებისთვის

    პირველი ნაბიჯები ზაფხულობით აჭარაში დამსვენებელებისა და ტურისტების მოზღვავებაა. თუმცა, ბათუმის მაცხოვრებლებისთვის ზაფხული წლის ყველაზე დატვირთული დროა. უკვე ოთხი წელია, რაც თიკა ვეტრიაკოვა ხელმძღვანელობს დასუფთავების სამსახურს “სუფთამეტი

  • ყველა წარმატების ისტორია
  • ნინო ნარმანია სასწავლო საამქროში. ფოტო: დარო სულაკაურიi/UNDP

    განათლება მომავლისთვის

    ნინო ნარმანია ფოთის პროფესიული კოლეჯის "ფაზისის" სტუდენტია. ლამაზი ტანსაცმლის შექმნა მისი საყვარელი საქმეა. ადრე ამისთვის მხოლოდ მაკრატელსა და საკერავ მანქანას იყენებდა. მაგრამ კოლეჯში სწავლისას აღმოაჩინა, რომმეტი

პროექტები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის მხარდაჭერა

გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ერთობლივი ინიციატივა ხელს უწყობა დევნილ მოსახლეობასა და მასპინძელ თემებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. მეტი

ყველა პროექტი