ვრცლად

Alt text for image
დასუფთავების სამსახური "სუფთა სამყარო" ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. ივლისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2012 წლის პირველ სამ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.5 პროცენტით, მაშინ როდესაც 2011 წლის იმავე პერიოდში 7.9 პროცენტიანი დაღმასვლა აღინიშნებოდა. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, უკიდურესი სიღარიბის ზღვარმა მხოლოდ მცირედით დაიკლო - 2011 წელს, ის შეადგენდა 9.7 პროცენტს, ხოლო 2010 წელს 9.2 პროცენტს. თუ 2010 წელს სიღარიბის დონე შეადგენდა 22.7 პროცენტს; 2011 წელს ის 23 პროცენტი იყო.

უმუშევრობის დონე საქართველოში კვლავ მაღალია (2011 წლის მონაცემებით 15.1 პროცენტი, ახალგაზრდებში კი 30). 2012 წლის კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 70 პროცენტზე  მეტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.  

საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი - ხშირ შემთხვევაში, იძულებით გადაადგილებული პირები, ქალები და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა - სოციალურად და/ან ეკონომიკურად მოწყვლადია.(გაეროს განვითარების პროგრამის კვლევა: სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობა საქართველოში. 2012)

გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთ ეკონომიკურ აღმავლობას საქართველოში, რომელიც თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენი პრიორიტეტებია:

  • დასაქმების ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება;
  • სოფლის მეურნეობის გაძლიერება;
  • მცირე ბიზნესის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებში;
  • ეკონომიკური რეფორმების მომზადებისა და გატარების ხელშეწყობა.

პროფესიული გადამზადება

UNDP Georgia professional education
პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

2010 - 2013 წლებში 4 ათასზე მეტმა სტუდენტმა გაირა სასწავლო კურსი პროფესიულ კოლეჯებში.  კურსდამთავრებულთა 70 პროცენტზე მეტი დასაქმდა ადგილობრივ ბიზნესსა და წარმოებაში.

გაეროს განვითარების პროგრამა 2007 წლიდან ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის დახვეწასა და განვითარებას. ჩვენი პროგრამების ხელშეწყობით, დაინერგა გადამზადების ახალი სისტემა, რომელმაც პროფესიული კოლეჯები ეკონომიკური საქმიანობის მამოძრავებელ ძალად აქცია.    

2010 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა ახალი კანონმდებლობა პროფესიული განათლებისა და გადამზადების შესახებ.

ფერმერების საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურება

Alt text for image
იზოლდა ქიტესაშვილი უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს ექსტენციის ცენტრის დახმარებით. ნოემბერი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

დღეს საქართველოში საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებით - ანუ ექსტენციით, 2 ათასზე მეტი ფერმერი სარგებლობს. ექსტენციის ცენტრები პროფესიული კოლეჯების ბაზაზე გაიხსნა, რაც კონსულტაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

ექსტენციის ცენტრების მეშვეობით ფერმერები იღებენ ინფორმაციას  უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების და ბიზნესის წარმოების შესახებ.

2012 წელს გაეროს განვითარების პროგრამის წარმატებული პროექტების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ჩამოყალიბება შევიდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო სტრატეგიაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიხსნა ექსტენციის ექვსი ცენტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

საკონტაქტო ინფორმაცია
გიორგი ნანობაშილი

ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი

george.nanobashvili@undp.org

ხათუნა ჭანუყვაძე

პროგრამის უფროსი ასისტენტი

khatuna.chanukvadze@undp.org