ჩვენი პარტნიორები

Sample image
ფერმერები შიდა ქართლში. ივლისი 2010. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტრუქტურებთან, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის მრავალმხრივ განვითარებას. საქართველოს მთავრობა არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი; მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამთავრობო ინსტიტუტებთან, რათა ხელი შევუწყოთ რეფორმების გატარებას, ახალი სტრატეგიების შემუშავებას, ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას ყველასთვის. გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან დაფუძნებულია ეროვნული პრიორიტეტების გაზიარებასა და საერთო ღირებულებებზე. ჩვენ, ასევე, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს კერძო სექტორთან. გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობა გულისხმობს თანამშრომლობას გაეროს სხვა სააგენტოებთან, დონორებთან, ორმხრივი და მრავალმხრივი განვითარების პარტნიორებთან.

UNDP-ის პარტნიორები საქართველოში
გაიგეთ მეტი