გარემოს დაცვა და ენერგეტიკა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს მთავრობას საერთაშორისო გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებას, "მწვანე" გადაწყვეტილებათა დანერგვას და გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში.

ჩვენი მიზნები

ჩვენი პრიორიტეტებია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, საძოვრების რეაბილიტაცია, წყლის რესურსების ეფექტური მართვა და მავნე ნივთიერებების ხმარებიდან ამოღება. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას და ამ საკითხში ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას. მეტი

ბიომრვალფეროვნება და მდგრადი განვითარება

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვას საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ მდგრადობასა და უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნებას. ფოტოს ავტორი: დავით ხოზანიშვილი/UNDP მეტი ინფორმაცია

წარმატების ისტორიები

შეშა თუ ბიომასა? ბიოენერგიის პერსპექტივა საქართველოში

2016 წელს ბიომასის წარმოებამ საქართველოში 700 ტონას მიაღწია, მაგრამ ადგილობრივი მწარმოებლების შესაძლებლობების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს 6 ათას ტონამდე.მეტი 

წყალდიდობის მართვა მდინარე რიონის აუზში

რიონის პირას განლაგებული სოფლის - საჯავახოს მაცხოვრებლები იმედით აკვირდებიან სოფელში მიმდინარე ნაპირდაცვით სამუშაოებს. ფლეთილი ლოდების მეშვეობით ივსება მდინარის მიერ გამორეცხილი ნაპირები, მიმდინარეობს წყალმოვარდნების შედეგად გამორეცხილი ნიადაგისმეტი 

ყველა წარმატების ისტორია

პროექტები

ყველა პროექტი