ვრცლად

Georgia UNDP environment
დეგრადირებული საძოვრების აღდგენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. 2014წ. ფოტოს ავტორი: ანტონიო დი ვიკო/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს გარემოს დაცვის სფეროში. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კვლევით ინსტიტუტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კატასტროფების მართვისა და მათი რისკის შემცირების საკითხებში. ჩვენი პრიორიტეტებია:

  • კლიმატის ცვლილების რისკების შეფასება, შერბილება და ადაპტაცია
  • ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
  • დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა
  • მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი (მოდ) პესტიციდების აღმოფხვრა
  • ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენება
  • ოზონის შრის დაცვა
  • ტყეების დაცვა
  • მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა

ბორჯომის ტყის აღდგენა


ტყის აღდგენითი სამუშაოები სოფელი დაბას მახლობლად. 2014წ. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2008 წლის ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა როგორც ბორჯომის ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას, ასევე ადგილობრივ სოფლებს. ტყე სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა 950 ჰექტარზე, შემცირდა ეკონომიკური აქტივობა ბორჯომის ხეობის სოფლებში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ტურიზმის განვითარების პერსპექტივები. 

საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობისა და UNDP-ის ერთობლივმა ინიციატივამ საფუძველი ჩაუყარა ტყის საფარის აღდგენასა და ბორჯომის ხეობის ახალ განვითარებას, როგორც მწვანე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის რეგიონის.

თბილისის წყალდიდობა


წყალდიდობით დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავება მოხალისეების ძალებით. 2015. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2015 წლის ივნისში საქართველოს დედაქალაქში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ათეულობით ადამიანი, 280 ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გზები თბილისის ცენტრალურ უბნებში.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და მსოფლიო ბანკმა დახმარება გაუწიეს საქართველოს მთავრობას კატასტროფით გამოწვეული მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საჭიროებების შეფასებასა და აღდგენითი სამუშაოების გეგმის შემუშავებაში

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო ანთაძე
გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

ნესტან ხუნწარია
პროგრამის უფროსი ასისტენტი
nestan.khuntsaria@undp.org