ქალები, რომლებიც ცვლიან სამყაროს

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

ირმა, ქეთევანი და ქეთი - სამი არაჩვეულებრივი ქალი, რომლებსაც უყვართ თავისი საქმე, აღწევენ წარმატებას ყველა დაბრკოლების მიუხედავად და ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიან სამყაროს.

მე ვიცი ფრენა

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

34 წლის ირმა ხეცურიანი პირველია ყველაფერში, რასაც აკეთებს. პირველი ქართველი ეტლით მოფარიკავე ქალი. პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში. საქართველოს პირველი კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში.

„ეტლში ჯდომის გამო არც მსხვერპლი უნდა იყო და არც გმირი. მე ბევრი კარგი საქმის კეთება შემიძლია. მე შემიძლია ღიმილი... შემიძლია ცეკვა... შემიძლია ფრენა...“

ირმა სპორტსმენი გახდა, როდესაც ხანგრძლივი მკურნალობისა და ოპერაციის მიუხედავად, უკვე ეტლს იყო მიჯაჭვული. მოუწია უნივერსიტეტის მიტოვება, ცხოვრების წესის შეცვლა. ფარიკაობა ირმას ახალი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„გამიკვირდა, როდესაც პარაოლიმპიურმა  კომიტეტმა ეტლით ფარიკაობა შემომთავაზა. თავიდან ვიფიქრე, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რამდენად  საინტერესო იყო.“ - ამბობს ირმა.

კეთილი ნების ელჩობა კიდევ ერთი სფეროა, სადაც ირმას ენერგია, ოპტიმიზმი და უსაზღვრო შინაგანი ძალა წარმატების საწინდარი იქნება. ირმა აქტიურად ჩაერთვება გაეროს საქმიანობაში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საკითხებს დაუთმობს.

სოფლის ცხოვრება

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

„საქართველოში ქალობა ძნელია, განსაკუთრებით სოფლად. ყველა ქალს მინდა ვუთხრა -  გამოიხედეთ სამზარეულოდან, მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე ნუ ფიქრობთ. ეცადეთ, სხვასაც დაეხმაროთ. ასე თქვენს პრობლემებსაც უფრო მარტივად მოაგვარებთ და ცხოვრებასაც უკეთესობისკენ შეცვლით."

10 წლის წინ, ქეთევან ხიდაშელმა თბილისური ცხოვრება დათმო და საცხოვრებლად გურიის პატარა სოფელში გადავიდა. იმ დროს, ის ერთადერთი ადამიანი იყო სოფელში, ვისაც კომპიუტერის გამოყენება შეეძლო და ინტერნეტზე მიუწვდებოდა ხელი. 

ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფთან ერთად, ქეთი აქტიურად შეუდგა ქალთა უფლებების დაცვას, ოჯახური ძალადობის აღმოფხვრასა და ახალგაზრდებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  

ქეთის მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია რეგიონის ლიდერია ქალთა უფლებების დაცვაში. ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისინიც კი ვინც ქეთის ინიციატივებს თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა, დღეს მასთან დახმარებისა და რჩევისთვის მოდიან. ოჯახური ძალადობა, დაგვიანებული პენსიები, სოციალური დახმარების შესაძლებლობები - ორგანიზაციაში შემოსული შეკითხვების სპექტრი ძალიან ფართოა.

2018 წელს ქეთი ნასაკირალში საბავშვო ბაღის გახსნას ელოდება. ნასაკირალი - ქეთის სოფლის მახლობლად მდებარეობს და აჭარიდან გადმოსული ეკო-მიგრანტებითა და რეპატრიანტი თურქი მესხებითაა დასახლებული. მუსლიმური თემის ინტეგრირება სოფლის ცხოვრებაში საკმაოდ რთულია. ერთად გატარებული წლების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ნასაკირალელები კვლავ უცხოები არიან, ვერც საკმარის ინფორმაციას იღებენ, ვერც საზოგადოებრივ მომსახურებას.

„2018 წლის ბოლოს ნასაკირალში საბავშვო ბაღი გაიხსნება და 90-მდე ბავშვს მოემსახურება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ოჯახებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომელთაც მეტი დრო და  დასაქმების შესაძლებლობა გაუჩნდება“, - ამბობს ქეთი.

„ყოველ დღე მიწევს, დავარწმუნო ქალები, რომ დიდი შესაძლებლობები აქვთ და, რასაც მოისურვებენ, ყველაფერს მიაღწევენ.“

2017 წელს ქეთევან ხიდაშელმა მიიღო კატო მიქელაძის სახელობის პრემია, რომლის მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება. 2018 წლის მარტში, გაეროს განვითარების პროგრამისა და  შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, ქეთი ნიუ იორკში გაემგზავრება, სადაც გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემებზე ისაუბრებს.

მითები, რომლებიც ყოველ დღე იმსხვრევა

ფოტო: ანა იმედაშვილი/KRDF
ფოტო: ანა იმედაშვილი/KRDF

“სოფლად ქალის ცხოვრება რთულია. ყოველდღიური საქმე არასდროს ილევა. თუმცა, ვფიქრობ, ბევრი სიკეთის გაკეთება შემიძლია როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ჩემი ოჯახისა და თემისთვის,“ - ამბობს ქეთი გორელიშვილი.

ქეთი პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში ცხოვრობს. სოფლის მნიშვნელოვან საკითხებს უხუცესთა საბჭოს წყვეტს, რომელიც მხოლოდ კაცებისაგან შედგება. თუმცა, ქალებიც ცდილობენ სოფლის ცხოვრებაში თავისი სიტყვა თქვან და ეკონომიკური და სოციალური დამოუკიდებლობის გზები გამონახონ.

ქეთი ადგილობრივი სკოლის დირექტორია. სკოლაში ბევრი საქმე აქვს, მაგრამ 60-მდე ინდაურის მოვლასაც ახერხებს.  

"ინდაურები ჩემი შემოსავლის წყაროა, ხოლო მასწავლებლობა - მოწოდება. სკოლაში მუშაობა ნამდვილ სიხარულს მანიჭებს. ამჟამად ჩემი მოადგილე დეკრეტულ შვებულებაშია, ასე რომ ადმინისტრაციული საქმის შესრულებაც მიწევს."

სახლში დაბრუნებული, ქეთი დროს თავის ორი წლის გოგონასთან ატარებს.

„ყოველთვის ვეუბნები ქალებს, რომ არც სამსახური უნდა დათმონ, არც ოჯახი. ეს მითია. მითი, რომელსაც ყოველდღიურად ვამსხვრევთ.“

მარტი 2018

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი