სოციალური სიკეთის სამიტი 2017: სტრიტ არტისტების თვალით დანახული გლობალური მიზნები

მზიან კვირადღეს 2017 წლის სექტემბერში ქალაქ რუსთავის პარკი მდგრადი განვითარების მიზნებისა და სტრიტ არტის ნამდვილ ღირშესანიშნაობად გადაიქცა.

პარკში მოსული სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ საზაფხულო თეატრის კედლებზე გაცოცხლებული ფანტასმაგორიული ნახატების დანახვისას, ხოლო იქვე მყოფი მხატვრები სიამაყით აკვირდებოდნენ მათი ნამუშევრებით გამოწვეულ აჟიოტაჟს.

„რატომ არ ლაპარაკობს?“ - იკითხა სამი წლის გოგონამ, რომელიც ინტერესით უყურებდა კედელზე გამოსახულ ყვავილების კორიანტელში ჩაფლულ წითელთმიან ქალს.

„რა თქმა უნდა, ლაპარაკობს“, - მიუგო ნახატის ავტორმა, თამუნა წახნაკიამ, საქართველოს ქუჩის მხატვრობაში ცნობილმა TAmOonz.

„ის ქალღმერთია და ბუნებისა და გარემოს ენაზე ლაპარაკობს, ჩვენი ცხოვრება უკეთესი რომ გახდეს“.

სტრიტ არტი რუსთავში, მართლაც, მდგრადი განვითარების მიზნებით იყო შთაგონებული. ცნობილი არტისტების კრეატულ და ორიგინალურ კომპოზიციებში კაცობრიობის ყველაზე მთავარი გამოწვევები აისახა -  კლიმატის ცვლილება, ცოცხალი ბუნების გადარჩენა, განათლება, ჯანდაცვა, ურბანული განვითარება, ადამიანის უფლებები და თანასწორობა. 

სტრიტ არტისტების შემოქმედებამ და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჩვენი პარტნიორების - რუსთავის მერიის, შვედეთის მთავრობა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), EdgeRiders-ის და FutureMakers-ის მხარდაჭერამ, შექმნა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უჩვეულო სოციალური სიკეთის სამიტი საქართველოში - სტრიტ არტის დღე გლობალური მიზნების მისაღწევად.

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

„ხელოვნება უდიდესი ძალაა, რომლის ხმა ყველას მიწვდება. ჩვენი მიზანი იყო, გვეთქვა რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გლობალური მიზნების მიღწევაში და სამყაროს სასიკეთოდ შეცვლაში“, - თქვა შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.  

სტრიტ არტის დღით რუსთავში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ფესტივალი გლობალური მიზნების შესახებ - „მომავალი = შენ“.  მდგრადი განვითარების იდეამ, როგორც სამყაროს გადარჩენისა და ღირსეული ცხოვრების მიღწევის გზამ, უამრავი მხარდამჭერი და გულშემატკივარი გააერთიანა. რუსთავის პარკში შეკრებილი ასობით ადამიანისათვის ეს იდეა ისეთივე მძლავრი, ნათელი და მკაფიო იყო, როგორც საზაფხულო თეატრის კედლებზე გამოსახული კომპოზიციები.

რუსთავის ფესტივალი საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ საინფორმაციო კამპანიას გლობალური მიზნების შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქის გაერთიანება მდგრადი მომავალის მისაღწევად.

ოქტომბერი 2017

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი