ფერადი რუსთავი

ფოტოს ავტორი: სოფო ჭიჭინაძე/UNDP
ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს ზოგჯერ ვერ ვაკონტროლებთ და სუბიექტური დამოკიდებულება ჩვენდა უნებურად, დაუსაბუთებლად ყალიბდება. ქალაქებზე, რომელშიც არასოდეს ვყოფილვარ, ჩემი წარმოდგენა და შეხედულება მაქვს, მათ შორის რუსთავზე. ყოველთვის მჯეროდა რომ რუსთავი მოსაწყენი, უკაცრიელი და ნაცრისფერი ქალაქი იყო. უფრო მეტიც, ვფიქრობდი, რომ საბჭოთა კავშირის გავლენა დღესაც ეტყობოდა მის არქიტექტურას და ამძიმებდა ქალაქის სულს. ჩემს წარმოდგენაში დარწმუნებულს, ამ შეთხზული დახასიათების გადამოწმება არასოდეს მიცდია.

პირველად რუსთავს ერთი თვის წინ ვესტუმრე, როდესაც გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) ჩემი სტაჟირების ხელმძღვანელმა რუსთავის პროექტზე მუშაობა შემთავაზა. ასე პირველად ჩავედი ქალაქში, რომელსაც დაუსწრებლად ვაკრიტიკებდი.

ქალაქში შესვლისთანავე წარმოდგენილი რუსთავის “მაკეტი” მყისიერად თავზე დამემხო.

გაოცებული ვუყურებდი მომხიბვლელ გარემოს განახლებული ქუჩებით, შთამბეჭდავი ძეგლებით, ბავშვებით სავსე მწვანე პარკით, გემრიელი კაფეთი და უამრავი სხვა დეტალით, რომელიც სრულებით არ შეესაბამებოდა ჩემს  წინასწარშეგონებულ სურათს. მოულოდნელმა ატმოსფერომ ამ წარმოდგენის ნგრევა დაიწყო და რუსთავის მიმართ გაჩენილი უდიდესი სიმპათიით მალევე ჩაანაცვლა. 

ფერადი რუსთავი

რუსთაველების  გაცნობამ ჩემი აღქმა საბოლოოდ თავდაყირა დააყენა. გავიცანი ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავისი ქალაქი, მოსწონთ აქ ცხოვრება და მუშაობა, საკუთარ თავს აქაურობას მიაკუთვნებენ და ამით ძალიან ამაყობენ. მაცხოვრებელთა უანგარო სიყვარული, ალბათ, ქალაქის ყველაზე დიდი განძია. რუსთავი მოსაწყენი ქალაქი ვერასოდეს იქნება, მანამდე სანამ მისი მაცხოვრებლები ასეთი მზრუნველობით ეპყრობიან.    

რუსთავის შესახებ მოკლე ფილმის გადაღებისას სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანებს გავესაუბრე. მათი განსხვავებული გემოვნებისა და ხედვის მიუხედავად, ყველა რუსთაველს ქალაქის სიყვარული და მასზე მზრუნველობის გაათმაგებული გრძნობა აერთიანებს. სწორედ ეს გულწრფელი ემოცია ქმნის რუსთავის სოციუმის ერთობას, რომელიც ქალაქის განვითარების პროცესში უდიდეს როლს თამაშობს.

რუსთაველებს სჯერათ, რომ მათ ქალაქს დიდი მომავალი აქვს და ამ მიზნის მისაღწევად ერთიანდებიან. 

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP
ფოტოს ავტორი: სოფო ჭიჭინაძე/UNDP

რუსთაველი ახალგაზრდობა  ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიურადაა ჩართული. ოცდაათზე მეტი ახალგაზრდა უკვე შეუერთდა პროეტს Futuremakers, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და ეგვიპტეში მიმდინარეობს და ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართვის ინოვაციური პროტოტიპების შექმნას ითვალისწინებს. საქართველოში ამ ინიციატივას მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოხალისეები (UNV), საერთაშორისო ორგანიზაცია Edgeryders, საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისლაბი და რუსთავის მერია.  

ენთუზიაზმითა და ახალი იდეებით აღსავსე ახალგაზრდების წყალობით, ქალაქში უკვე გამოჩნდა ფერადი გრაფიტი და ქვეითთა გადასასვლელი ზებრა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

რუსთავი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სერვისლაბთან ადგილობრივი თვითმმართველობის ინოვაციური პროექტების განსახორციელბლად, ხოლო 2017 წლის სექტემბერში ქალაქი უმასპინძლებს გლობალური მიზნების ფესტივალს, რომლითაც დაიწყება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ეროვნული კამპანია საქართველოში.

ფერადი რუსთავის ისტორია გრძელდება... 

2017 წლის აგვისტო

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი