120 წლიანი ბრძოლა გენდერული თანასწორობისათვის

ან ახალი კერძი ბარბარე ჯორჯაძისგან

იდა ბახტურიძე ბარბარე ჯორჯაძის პორტრეტთან. ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP
იდა ბახტურიძე ბარბარე ჯორჯაძის პორტრეტთან. ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

2017 წლის 8 მარტიდან თბილისს შეემატება კიდევ ერთი საინფორმაციო სივრცე გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის საკითხებით დაინტერესებულთათვის - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტი.

მე-19 საუკუნის პუბლიცისტის, პოეტისა და დრამატურგის, ლეგენდარული კულინარისა და ერთ-ერთი პირველი ქართველი ფემინისტის სახელი იმთავითვე გულისხმობს, რომ კაბინეტში თავს მოიყრის როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული ინფორმაცია  გენდერული თანასწორობის შესახებ, გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები საქართველოს საზოგადოებაში ქალთა როლისა და მათ წინაშე მდგარი პრობლემების თაობაზე. სხვა რესურსებთან ერთად, კაბინეტში წარმოდგენილი იქნება მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართველი ქალი მწერლებისა და პუბლიცისტების ელექტრონული ბიბლიოთეკა.

ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტის მოწყობაზე იმუშავა საინიციატივო ჯგუფმა - ლელა გაფრინდაშვილმა, იდა ბახტურიძემ, თამთა მელაშვილმა, და მხატვარმა ანუკ ბელუგამ.

კაბინეტის დაარსება შესაძლებელი გახდა საქართველოს ქალთა ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

„ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტი, ერთის მხრივ, განათლებასა და საჯარო სივრცეში ქალთა და ფემინისტური ხმის სიმბოლოა. მეორეს მხრივ, ეს თავად ბარბარე ჯორჯაძის აღიარებაა. ბარბარე პირველი ქალი იყო, რომელიც შემოვიდა საქართველოს საჯარო სივრცეში, როგორც ფემინისტი მოაზროვნე. იგი მრავალი ქალის უფლებებისათვის იბრძოდა, მაგრამ ერთადერთი რამ, რაც ბევრმა იცის ბარბარე ჯორჯაძის შესახებ, არის ის, რომ მან დაწერა წიგნი ქართულ სამზარეულოზე“, - ამბობს იდა ბახტურიძე, ფემინისტი და კაბინეტის ერთ-ერთი ინიციატორი. 

ანუკ ბელუგა ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტის კედლების მოხატვის პროცესში. ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP
ანუკ ბელუგა ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტის კედლების მოხატვის პროცესში. ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

თავის საპროგრამო წერილში „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“, რომელიც 1893 გამოიცა და ქართული ფემინიზმის მანიფესტადაა აღიარებული, ბარბარე ჯორჯაძე მსჯელობდა ქალთა განათლებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ადამიანი იძენს ცოდნასთან და ინფორმაციასთან ერთად.

„...ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედაკაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან თუკი საქმეს არ უშველიან რასმე.” (1893, ჟურნალი “კვალი”, N16).

ბარბარე ჯორჯაძის საქართველოში ქალებს შეზღუდული ჰქონდათ განათლებისა და საკუთრების უფლება, ხოლო მათ მონაწილეობაზე ბიზნესსა და პოლიტიკაში ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. თითქმის 30 წელი, მსოფლიო ომი და რევოლუცია - სწორედ ეს გზა გაირა საქართველომ ბარბარე ჯორჯაძის წერილის გამოქვეყნებიდან პირველი ქართველი ქალი პარლამენტარის გამოჩენამდე. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში 130 წევრიდან 5 ქალი იყო.

დღევანდელ საქართველოში, ბარბარე ჯორჯაძის წერილის გამოქვეყნებიდან 120-ზე მეტი წლის შემდეგ, ქალები კაცებზე მეტად აქტიურნი არიან განათლებაში. მაგალითად, 2016 წელს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა 60 პროცენტზე მეტი ქალი იყო. მაგრამ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკასა და ბიზნესში ჯერ კიდევ დაბალია. 

საქართველოს პარლამენტში ოცდასამი ქალია, პარლამენტის წევრთა სრული რაოდენობის 15 პროცენტი, რაც კვლავაც შორსაა 30 პროცენტისგან, რომელიც გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, წარმოადგენს იმ კრიტიკულ მასას, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს რეალური ზეგავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

ქალთა პროპორციული რაოდენობა ადგილობრივ თვითმმართველობაში 11.8 პროცენტს შეადგენს. თორმეტივე არჩეული მერი კაცია, 59 არჩეული გამგებლიდან მხოლოდ ერთია ქალი.  

თითქმის იმავე პრობლემებს აწყდებიან ქალი მეწარმეები. 2015 წლის მონაცემებით, ქალები ხელმძღვანელობენ ახლად დაარსებული კომპანიების მხოლოდ 36 პროცენტს, ხოლო 2013 წლის მონაცემებით, ქალები წარმოდგენილნი არიან მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე საქართველოს კომპანიების მხოლო მესამედში (32 პროცემტი).

„ბარბარე ჯორჯაძის წერილის გამოქვეყნებიდან 120 წელზე მეტია გასული, მაგრამ ჩვენ ისევ ვსაუბრობთ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქალთა მიმართ ძალადობის შემაშფოთებელ სტატისტიკას ან ქალთა დაბალ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა ამჟამად ამ მოთხოვნების მიღმა დგანან განათლებულ ქალთა თაობები, რომლებმაც კარგად იციან, რა სჭირდებათ და როგორ მიაღწიონ თავის მიზანს“, - ამბობს იდა ბახტურიძე.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 54 პროცენტი თვლის, რომ კაცი გაცილებით უფრო თავისუფალია მომავლის არჩევანში, ვიდრე ქალი. ბარბარე ჯორჯაძე ამას გულისტკივილით, მაგრამ დაეთანხმებოდა. საკითხავია, რამდენად მისაღებია ეს რეალობა თანამედროვე ქართველებისათვის, მათთვის, ვინც ეროვნულ ბიბლიოთეკაში მის კაბინეტს მიაკითხავს.

„ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ვიზუალურად მოგვითხობს სოციალური ცნობიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის ქართველი ქალების უხილავი და არასათანადოდ დაფასებული შრომის შესახებ“, - ამბობს ანუკ ბელუგა, ფემინისტი მხატვარი, რომელმაც მოხატა ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტის კედლები.

ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტი 2017 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს გაიხსნება. ეს პირველი სივრცეა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ქალის სახელს ატარებს და მიზნად ისახავს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვადგმევინოს თანასწორობისაკენ.   

2017 წლის მარტი

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი