ახალი ცხოვრების დასაწყისი

Georgia crisis IDPs
ახალი საბავშვო ბაღი ფახულიანში. ივლისი 2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ახალი ცხოვრების დასაწყისი

აქცენტები

  • 1990 წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა 270 ათასი ადამიანი სახლ-კარის გარეშე დატოვა.
  • ყოველწლიურად ფოთის და ზუგდიდის კოლეჯები 1 500 სტუდენტს მასპინძლობს, მათგან 50 % იძულებით გადაადგილებული პირია.
  • 80 ათასზე მეტმა ადამიანმა სამეგრელოდან უკვე გარკვეული სარგებელი ნახა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტებიდან.

ნანა შონია კბილის ექიმია პატარა სოფელში, რომელიც აფხაზეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრე ზოლთან მდებარეობს. აქ ის ერთადერთი სტომატოლოგია. მასთან პაციენტები კონფლიქტის ორივე მხარიდან დადიან. თუმცა მისი ბიზნესის განვითარებას ართულებდა მოძველებული ხელსაწყოები და ძვირი მედიკამენტები.

გაეროს განვითარების პროგრამის მცირე ბიზნესების ხელშეწყობის პროექტის წყალობით, ნანამ მიიღო მცირე სესხი  სტომატოლოგის სავარძლის შესაძენად. შემოსავლების ზრდასთან ერთად, ნანამ გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა.

ნანა ერთ-ერთია იმ ათასობით მცირე მეწარმეთაგან დასავლეთ საქართველოში, რომელმაც UNDP- ის დახმარებით წამოიწყო ახალი ბიზნესი.   

„მანამდე არ ვიცოდი სესხის აღებასთან დაკავშირებული დეტალები, ამიტომაც ვცდილობდი ბანკებისგან თავი შორს დამეჭირა. ბიზნეს ცენტრის კონსულტანტებმა ამ საკითხებისადმი ნდობა გამიჩინეს. შედეგად, ჩემი მუშაობის ხარისხიც გაიზარდა და პაციენტებიც მომრავლდნენ’’, ამბობს ნანა.

გაეროს განვითარების პროგრამის ეს მხარდაჭერა ფართო ინიციატივის შემადგენლი ნაწილია, რომელიც დახმარებას უწევს იძულებით გადაადგილებულებს და ადგილობრივ მოსახლეობას სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში.

ცხოვრება კრიზისის შემდეგ

1990 წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა 270 ათასი ადამიანი სახლ-კარის გარეშე დატოვა. ომმა რეგიონის ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა იქონია.  ძირითადი გამოწვევები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს უდგათ სიღარიბე, უმუშევრობა, მძიმე პირობები და სოციალური განვითარების პერსპექტივის არარსებობაა.

2007 წელს, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახელმწიფო სტრატეგია, რომლის მიზანი სოციალური ინტეგრაცია და ეკონომიკის აღდგენაა. თუმცა იძულებით გადაადგილებულ პირების მიერ დასახლებულ თემებში ეკონომიკური სიდუხჭირე რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საქმეს აფერხებს.

სამეგრელოს რეგიონი ესაზღვრება აფხაზეთის კონფლიქტის რეგიონს. ეს, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაა, სადაც სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია. სამეგრელოს თავი შეაფარა 80 ათასზე მეტმა პირმა- ისინი ცხოვრობენ საერთო საცხოვრებლებში ან კერძო ბინებში- მასპინძლებთან ან ქირით.

2010 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ ნორვეგიის მთავრობისგან მიღებული დაფინანსებით რეგიონის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფის ადამიანების სოციო-ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერებას. რეგიონში ეკონომიკური პროცესების გააქტიურების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს პროფესიულ გადამზადებას, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას. გაეროს განვითარების პროგრამა, ასევე, ეხმარება თემებს საკუთარი საჭიროებების შეფასებაში და შემდეგ მათ შესრულებაში, მაგალითად სასმელი წყლის პრობლემისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში.

პროფესიული გადამზადება

21 წლის ლევან ლაკია იძულებით გადაადგილებული პირია აფხაზეთიდან. ის პატარა სოფელში მშობლებთან და 18 და 10 წლის ძმებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახში ის ერთადერთი დასაქმებულია. მას შემდეგ რაც პროფესიული გადამზადების კურსი გაიარა, მან სკოლის მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა.  სწავლის პერიოდში, ის საუკეთესო მოსწავლე იყო, კოლეჯის ადმინისტრაცია მას დაეხმარა სამშენებლო კომპანიას დაკავშირებოდა. ამჟამად, მოკლე ვადიანი კონტრაქტი აქვს, თუმცა მომავალს იმედის თვალით შესცქერის.

 „პროფესიულმა კოლეჯმა ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალა. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ეს მხოლოდ შემოსავალზე დამოკიდებული არ არის. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც აუცილებელია ჩემი პროფესიული განვითარებისათვის’’, ამბობს ლევანი.

2011 წლის დასასრულისთვის, გაერომ განვითარების პროგრამამ დახმარება გაუწია  ფოთისა და ზუგდიდის პროფესიული კოლეჯებს, რათა მათ შემოეღოთ სასწავლო კურსები მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

ყოველწლიურად კოლეჯში 1 500 მოსწავლეა, მათგან 50 % იძულებით გადაადგილებული პირია. გაეროს განვითარების პროგრამის დახმარების საშუალებით, აქ მათ უკვე ძირითად კურსთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ ინგლისურისა და კომპიუტერის კურსები გაიარონ. ასევე, კოლეჯებმა გახსნეს ხის გადამამუშავებელი ქარხნები და სამკერვალო საწარმოები. 2011 წელს, ორივე კოლეჯი შეუერთდა სისკოს ქსელის აკადემიას.

გაეროს განვითარების პროგრამის ბიზნეს განვითარების  მხარდაჭერამ განაპირობა სასწავლო და საკონსულტაციო ცენტრების გახსნა ზუგდიდსა და ფოთში. 300-მდე ადამიანმა უკვე მიიღო კონსულტანცია და ტრენინგი მანეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსებსა და იურიდიულ საკითხებში. 20-მა კურსდამთავრებულმა უკვე წამოიწყო ბიზნესი მიკრო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული სესხებით.

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტები ასევე ითვალისწინებს წყლის მომარაგების სისტემას შეკეთებას, საბავშვო ბაღებისა და სპორტული დარბაზების რეაბილიტაციას.

80 ათასზე მეტმა ადამიანმა სამეგრელოდან უკვე გარკვეული სარგებელი ნახა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტებიდან. მრავალი მათგანისთვის, ეს იყო შესაძლებლობა დაებრუნებინათ უსაფრთხოების შეგრძნება და საკუთარი მომავალი თავად განესაზღვრათ.

ივლისი 2012

პრეს სამსახური

სოფო ჭიჭინაძე

პრეს სამსახურის ხელმძღვანელი

sophie.tchitchinadze@undp.org

+995 32 2251126 ext.158