თამაში მშვიდობისთვის

ოჩამჩირის კომპიუტერული ცენტრი. ივლისი 2013. ფოტოს ავტორი: ზორან სტევანოვიჩი/UNDP

რა საერთო აქვთ ქსელურ თამაშებს სამშვიდობო ინიციატივებთან? პასუხი მარტივია: ადამიანთა ურთიერთობა და თანამშრომლობა, რომელიც ორივე შემთხვევაში აუცილებელია წარმატებისთვის.

ამირან ტორონჯაძე, სტუდენტი:

  • „ქსელური თამაშების მეშვეობით, ბევრი მეგობარი შევიძინე. დარწმუნებული ვარ, რომ მალე მათ რიგებს აფხაზი ახალგაზრდებიც შეუერთდებიან.“

სწორედ ასე ფიქრობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები ორგანიზაციიდან  „ელვა“. მათ აზრით, ტექნოლოგიურ ინიციატივებს შეუძლიათ შეასრულონ ალტერნატიული ხიდის როლი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის.

„ელვა“ ამზადებს ახალ ქსელურ თამაშს, რომელიც დააკავშირებს და მშვიდობის მშენებლებად აქცევს ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებს.

„მთელს მსოფლიოში ქსელური თამაშები ახალგაზრდების საყვარელი გასართობია. ამ მხრივ არც ქართველი და აფხაზი ახალგაზრები არიან გამონაკლისი,“ - ამბობს ელვას მენეჯერი, მარკ ვან ემბდენ ანდრესი.

„ჩვენი თამაში ჯგუფურ მუშაობაზეა აწყობილი.წარმატების მისაღწევად მოთამაშეებმა უნდა შეასრულონ კონკრეტული დავალებები. ეს ხელს შეუწყობს  მათ თანამშრომლობასა და დამეგობრებას.“

უშუალო ურთიერთობა აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ძალზე იშვიათია. მათი საზოგადოებები გამიჯნულია კონფლიქტით, ხოლო ინფორმაციის სიმცირე აღვივებს სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს. სწორედ ამ ბარიერების მოშლა შეუძლია ახალ თამაშს.

„მრავალი ქართველი და აფხაზი ახალგაზრდისთვის ვირტუალური სამყარო ის ერთადერთი ადგილია, სადაც მათ შეუძლიათ  შეხვდნენ ერთმანეთს. პირდაპირი კონტაქტი ხელს უწყობს უარყოფითი სტერეოტიპების დანგრევას. ამ დროს ადამიანის პიროვნება და შინაგანი სამყარო უფრო მნიშვნელოვანი ხდება.“

ახალი თამაში იქმნება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის - COBERM-ის ფარგლებში. უკვე ხუთი წელია ეს პროგრამა ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

„სოციალური მედია და ვირტუალური საზოგადოებები ხშირად გამოიყენება კონფლიქტთან დაკავშირებული სტერეოტიპების დასანგრევად”, - ამბობს ირინა ლიჩეკი COBERM-იდან. “ნდობის აღდგენა ეფუძნება სწორედ ღია ურთიერთობასა და მუდმივ კომუნიკაციას.“

ახალი თამაშის თავისებურებანი და მოსალოდნელი შედეგები, ასევე, ტექნოლოგიების როლი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში იყო  სოციალური სიკეთის სამიტის (Social Good Summit) ერთ-ერთი შეხვედრის თემა, რომელიც საქართველოში 2014 წლის 22 სექტემბერს გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კონფლიქტოლოგები და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, ასევე ახალგაზრდები და სტუდენტები, რომლებიც მოუთმენლად ელიან ახალი თამაშის გაშვებას.

„ქსელური თამაშების მეშვეობით, ბევრი მეგობარი შევიძინე“, - ამბობს სტუდენტი ამირან ტორონჯაძე,‘’დარწმუნებული ვარ, რომ მალე მათ რიგებს აფხაზი ახალგაზრდებიც შეუერთდებიან.“

სექტემბერი 2014

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი