კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია

კონფლიქტის რეგიონებში გაეროს განვითარების პროგრამება უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობს. ჩვენი ყურადღების უმთავრესი საგანი ადამიანები და მათი სოციალური და ეკონომიკური საჭიროებებია. ჩვენ ხელს ვუწყობთ ნდობის აღდგენას და ვეხმარებით კრიზისის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

ჩვენი მიზნები

გაეროს განვითარების პროგრამა კონფლიქტებისგან დაზარალებული ყველა თემის საიმედო პარტნიორია. ამას ჩვენი საერთაშორისო რეპუტაცია და მიუკერძოებულობა განაპირობებს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას და კონფლიქტის შემდგომ რეაბილიტაციას, ასევე კონფლიქტების გარდაქმნისა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობას.მეტი

ნდობის აღდგენა კონფლიქტით გაყოფილ ადამიანებს შორის

2010-2015 წლებში ნდობის აღდგენის ინიციატივების შედეგებით 150 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ოთხმოცზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ფოტოს ავტორი: მანანა კვენეტაძე/მაჭავარიანი/UNDP მეტი ინფორმაცია

წარმატების ისტორიები

თამაში მშვიდობისთვის

რა საერთო აქვთ ქსელურ თამაშებს სამშვიდობო ინიციატივებთან? პასუხი მარტივია: ადამიანთა ურთიერთობა და თანამშრომლობა, რომელიც ორივე შემთხვევაში აუცილებელია წარმატებისთვის. სწორედ ასე ფიქრობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებიმეტი 

ნდობა და წარმატება

ახალგაზრდული ბანაკები, პროფესიული ტრენინგი, კვლევითი საქმიანობა, სამედიცინო მომსახურება და ბიზნეს პროექტები - ეს იმ ინიციატივების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეულიმეტი 

ყველა წარმატების ისტორია

პროექტები

ყველა პროექტი