ქალი ვიცი მე კუხნაში, ან შვიდი ნაბიჯი წარმატებული კამპანიისკენ

4 აპრილი 2016

Georgian students organise a paintball event in Tbilisi to delete gender cliches. March 2014. Photo: David Khizanishvili/UNDP სტუდენტების მიერ ორგანიზებული ფეინთბოლი გენდერული სტერეოტიპების "წასაშლელად". 2014 წლის მარტი. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2014 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ წამოწყებულმა პროვოკაციულმა კამპანიამ "შეიცვალე აზრი" საფუძველი ჩაუყარა საკმაოდ მძაფრ დისკუსიას საქართველოს საზოგადოებაში. ქუჩებში განთავსებულმა ტრაფარეტებმა, რომლებიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადმოსცემდა ყველაზე გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებს, უმალვე გამოიწვია ჯერ გაოცება, შემდეგ შეკითხვები, აზრთა შეხლა-შემოხლა სოციალურ მედიაში, ხოლო ბოლოს საზოგადოებრივი განხილვაც, რომელმაც უნივერსიტეტებთან და სკოლებთან ერთად სამთავრობო კაბინეტებიც მოიცვა.    

2016 წელს UNDP ისევ აღმოჩნდა გენდერული თანასწორობის შესახებ გამართული დისკუსიის წინა ხაზზე საინფორმაციო და საგანმანათლებლო ინიციატივით #ჩემირუსთაველი.

დიდი შოთას მიერ ჩვენთვის დატოვებული modus operandi, ქალისა და კაცის სოციალური როლების განმარტება, ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრების ხედვა  არამც თუ არ მოძველდა 850 წლის მანძილზე, არამედ განსაკუთრებით თანამედროვე და აქტუალურია სწორედ ახლა, როდესაც საქართველო  საკუთარ ადგილს ეძებს ევროპულ ღირებულებებში და ცდილობს უმტკივნეულოდ და ორგანულად შეაჯეროს სოციალური თუ პოლიტიკური არსებობის ტრადიციული და თანამედროვე ხედვა.  

ორივე კამპანიის მსვლელობაში გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობდა სააგენტოსთან Saatchi & Saatchi, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია როგორც კრეატული კონცეფციის შემუშავებისას, ასევე კამპანიების უშუალო განხორციელებისას.

შედეგებზე საუბარი ჯერ კიდევ წინაა, რადგან #ჩემირუსთაველი ჯერაც არ დასრულებულა. საკითხი, რომელიც ამ ბლოგისათვის შევარჩიე, ეხება იმ უნივერსალურ რეცეფტს, რომელიც განაპირობებს სოციალური კამპანიის წარმატებას, იმ „ხრიკებსა“ და პროფესიულ საიდუმლოებებს, რომელთა გამოყენების შედეგად საინფორმაციო კამპანია შეიძლება იქცეს სოციალური ცვლილების იარაღად.

UNDP-ისა და Saatchi & Saatchi-ის გამოცდილება საკმაოდ საინტერესო მასალას იძლევა ამ თვალსაზრისით. ამ ბლოგში შევეცადე თავი მომეყარა ამ გამოცდილებისათვის და შვიდ მარტივ რჩევად ჩამომეყალიბებინა.          

1. სიმარტივე და თანმიმდევრულობა. შეარჩიეთ რამდენიმე კარგად გასაგები მესიჯი და ნუ დაიკარგებით გრძელ ახსნა-განმარტებებში. ბუნდოვანი შინაარსი დამღლელია და, ხშირ შემთხვევაში, მოსაბეზრებელი.

2. სიმარტივე არ ნიშნავს პრიმიტიულობას. კამპანიის შინაარსი უნდა იყოს საინტერესო და დამაფიქრებელი. მიეცით შესაძლებლობა თქვენს აუდიტორიას გამოხატოს საკუთარი აზრი, გახდეს კამპანიის აქტიური მონაწილე ინფორმაციის პასიურად მიღების მაგივრად.    

3. პროვოკაცია. გამოიწვიეთ მსჯელობა და კამათი, განსხვავებული მოსაზრებების შერკინება. ყველა სოციალური ცვლილება სწორედ ასეთი თავისუფალი დებატის შედეგია.   

4. ადგილობრივი კონტექსტი. უნივერსალური კამპანია მითია. ყველაზე წარმატებული კამპანიები შეიქმა კონკრეტული ადამიანებისათვის მათი კონკრეტული საცხოვრებელი ადგილის სპეციფიკის გათვალისწინებით.

5. კამპანიის საყრდენია ის, ვინც იზიარებს თქვენს იდეებს და შეუძლია ან აქტიურად ჩაერთოს კამპანიის განხორციელებაში და ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე (Influencers) ან უფრო პასიურად, მაგრამ გულწრფელად, მხარი დაუჭიროს თქვენს მოსაზრებებს (Followers). სწორედ ეს ორი ჯგუფი განაპირობებს სკეპტიკოსებისა და მოწინააღმდეგეების ჩართულობასა და დარწმუნებას.

6. ეფექტური დასაწყისი მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ტემპის შენარჩუნება და საზოგადოების ყურადღებაზე მუდმივი ზრუნვა არანაკლებ საგულისხმოა.     

7. აუდიტორიის განწყობის მონიტორინგი, საზოგადოებასთან უკუკავშირი წარმატებული კამპანიის კიდევ ერთი წინაპირობაა. გამოიყენეთ სოციალური მედია და ფოკუს ჯგუფები, აუცილებლობის შემთხვევაში, დააკორექტირეთ კამპანიის მესიჯები, საინფორმაციო არხები და დაგეგმილი ღონისძიებები.

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი