ბლოგი

ქალთა ხმა საქართველოს პარლამენტში

19 ივლისი 2017

image ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

საკონფერენციო ოთახის კუთხეში ვზივარ და თვალს ვერ ვაშორებ ერთმანეთისაგან განსხვავებული ასაკისა და საქმიანობის მქონე ქალებს, რომლებიც გულდასმით უსმენენ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ  ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენას. ამ ოთახში თავმოყრილ კაცებსა და ქალებს ერთი მიზანი აერთიანებს - თანასწორობა  და თავისუფალი არჩევანი. საქართველოში ქალთა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ბევრ დაბრკოლებას უკავშირდება. ქვეყანაში, რომელიც სწრაფი და შეუქცევადი ტემპით ვითარდება, ქალებს ჯერ კიდევ უამრავი ბარიერისა და სტერეოტიპის გადალახვა უწევთ პოლიტიკური არენის დასაკავებლად. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართველები პოლიტიკას „ბინძურ“ და „უხეშ“ საქმედ მიიჩნევენ, ქალს კი სუსტ არსებად, რომელიც ასეთ გარემოს ვერ გაუძლებს. ეს შედეგები ეხმიანება 2013 წელს ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარებულ სხვა კვლევას, რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას სწავლობდა. ორივე კვლევის დასკვნები მოწმობს, რომ საზოგადოებრივი მენტალიტეტი წლებია არ შეცვლილა და თავად ქალებიც კი ეჭვქვეშ აყენებენ ქალი პოლიტიკოსების ძალასა და შესაძლებლობებს.  “ამ პრობლემის გარშემო ერთსულოვნების ნაკლებობაა”, - ამბობს მაკა მეშველიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის ხელმძღვანელი.    “საქართველო პატრიარქალური საზოგადოებაა, სადაც ქალის როლი შეზღუდულია და საოჯახო საქმიანობამდეა დაყვანილი, ხოლო პოლიტიკურ არენას მხოლოდ მამაკაცები იკავებენ.” 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქალებისა და მათი პოლიტიკური როლის შესახებ მსჯელობა სულ უფრო აქტუალური ხდება. განვლილი 20 წლის მანძილზე ქალთა რაოდენობა საქართველოს პარლამენტში 16 პროცენტზე მეტი არ ყოფილა,  გაიგეთ მეტი

ბათუმი - პირველი მწვანე ქალაქი საქართველოში?

13 ივლისი 2017

image ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

დილაობით, როდესაც სამსახურში მიმავალი ქუჩაში მეგობრებს და ნაცნობებს ვხვდები, ვრწმუნდები რომ ყველა ქალაქს თავისი ინდივიდუალური ხასიათი აქვს. ჩემი ქალაქი, ბათუმი - მამაკაცია, ჭკვიანი და კარგად მოვლილი, ცოტა ზარმაცი და უდარდელი, თითქოს მარილიანი ზღვისპირეთის ზაფხული ღრმადაა ჩაძირული მის შინაგან სამყაროში. უყვარს პატარა კაფეებში გამჯდარი ყავისა და მაგნოლიის სუნი, მოუსვენარი და ხმაურიანი ძველი ქალაქი, რომელსაც სანაპიროს  გასწვრივ გადაჭიმული თანამედროვე შენობები ირეკლავს, ტურისტების ჟრიამული და ველოსიპედების წკარუნი ზღვისპირა ბულვარზე. საკმარისია თვალწარმტაცი ზღვისპირეთიდან, დატვირთული ქუჩებისაკენ გატრიალდე, რომ მოულოდნელად ამ უდარდელი მამაკაცის სრულიად განსხვავებულ თვისებებს შეეჯახები. უეცრად იცვლება ქალაქის ხასიათი - აღარც მარილნარევი ნიავი უბერავს და აღარც ზღვის ხმა ისმის. სილაღესა და სიმშვიდეს  დაძაბულობა ცვლის.  ბათუმი ქათქათას ნაცვლად კი შავ-თეთრი, გამონაბოლქვის ნისლში ჩაძირული, მანქანებით სავსე ქალაქი გევლინება.   ბოლო წლებში, ბათუმი მკვეთრად შეიცვალა, მყუდრო ქალაქის იერსახე დაკარგა და ურბანულ კონგლომერატად გადაიქცა.  გარდა იმისა, რომ ბათუმი საქართველოს მთავარი საზღვაო კურორტია, ის ქვეყნის საზღვაო და სახმელეთო კარიბჭეა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ეროვნულ ეკონომიკაში. ცვლილების ასეთმა ტემპმა ურბანული ტრანსპორტის მომრავლება გამოიწვია. ბათუმში მანქანების კონცენტრაციის მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - 136 მანქანა 1000 სულ მოსახლეზე. ეს თითქმის უტოლდება სტამბოლის მაჩვენებელს (139 - 1000 სულ მოსახლეზე), მაშინ როდესაც სტამბოლის მოსახლეობა 15 მილიონს შეადგენს, რაც 98-ჯერ აღემატება ბათუმის მოსახლეობას. მანქანების სიმრავლეს ემატება ქალაქის გადატვირთული და არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძველებულია  გაიგეთ მეტი

რა მოხდება, თუ ნაგავი სიმწვანეზე მეტი იქნება?

12 ივლისი 2017

image 10 წლის ანასტასია კვაშილავა მდგრადი განვითარების მიზნების გრაფიკული კონკურსის გამარჯვებულია.

“როდესაც ნაგავი სიმწვანეზე მეტი იქნება, შეიძლება ამან დიდი ცვლილება გამოიწვიოს, რაც ძალიან ცუდია ჩვენთვისაც და ჩვენი პლანეტისთვისაც,” - ამბობს ანასტასია. იმდენად სერიოზულია, რომ ცხოვრებისეული გამოცდილებით აღჭურვილი ზრდასრულის სულელური ღიმილი უმალ მიქრება სახიდან. ანასტასია კვაშლავა 10 წლისაა, მაგრამ უკვე ისეთ საკითხებზე ფიქრობს, როგორიცაა გარემოს დაბინძურება და ნარჩენების მართვა. მის მიერ შექმნილი პოსტერი მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს - მდგრად მოხმარებასა და წარმოებას ასახავს და გრაფიკული კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2017 წლის გაზაფხულზე გამოაცხადეს. კონკურსს საკმაოდ ბევრი მონაწილე, მათ შორის პროფესიული ფოტოხელოვანი და დიზაინერი, გამოეხმაურა, მაგრამ ყველა სხვა ნამუშევარს შორის ანასტასიას პოსტერი თავისი გულწრფელობითა და უშუალობით გამოირჩევა.  “აქ პატარა გოგოა დახატული, რომელიც ნაგვის გროვაზე ზის. ეს ნიშნავს, რომ, როდესაც ჩვენ ნაგავს ვყრით, არ ვფიქრობთ გარემოზე და პლანეტაზე. იმაზე მაინც უნდა ვიფიქროთ, რა გარემოში მოუწევს ცხოვრება მომავალ თაობას და ჩვენს შვილებს“, - მეუბნება ანასტასია. ამ განცხადების შემდეგ ფრთხილად ვეკითხები, მართლა თუ ფიქრობს თავის მომავალ შთამომავლობაზე. “არა, არ ვფიქრობ”, - მპასუხობს, ამჯერად უკვე ღიმილით. “მაგრამ ჩემს მეგობრებზე, ახლობლებზე და სხვა ადამიანებზე ვფიქრობ.  ყველაფერზე უნდა ვიფიქრო, რასაც ნაგვის გადაყრა ზიანს აყენებს, არა?” საკუთარ თავზე და ყველა დანარჩენზე ფიქრი მდგრადი განვითარების მიზნების, ალბათ, ყველაზე კარგი განმარტებაა, რაც ოდესმე მსმენია. ვხვდები, რომ ბავშვებს ჩვენზე უკეთ ესმით მისი მნიშვნელობა, რადგან მდგრადი  გაიგეთ მეტი

შეშა თუ ბიომასა? ბიოენერგიის პერსპექტივა საქართველოში

17 მარტი 2017

image თემურ მათიაშვილი, ბიომასის ბრიკეტების მწარმოებელი. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

2016 წლის დეკემბერში კახეთის რეგიონი მოვინახულე. სხვა სტუმრების მსგავსად, მეც მთელს მსოფლიოში განთქმული ვენახების ნახვა მაინტერესებდა, თუმცა ჩემი ინტერესის საგანი არა მეღვინეობა, არამედ ბიომასის წარმოება გახლდათ. პატარა საწარმოში, რომელიც სოფელ მანავთანაა განლაგებული, დავესწარი ბიომასის ბრიკეტების შექმნის პროცესს და მოხიბლული დავრჩი იმ სიმარტივით, რომლითაც წალმის მასა გარდაიქმნებოდა პატარა ლამაზ ბლოკებად. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო იმის გაცნობიერება, რომ სწორედ ასეთი სახის საწვავის მეშვეობით შესაძლებელია წიაღისეული საწვავიდან გადასვლა გარემოსათვის უსაფრთხო ენერგიის გამოყენებაზე. მანავის მცირე საწარმო ბიომასის წარმოების ერთერთი პიონერია საქართველოში. საწარმო ეკუთვნის ადგილობრივ მაცხოვრებლებს - თემურ მათიაშვილსა და გიორგი ზურაბიშვილს, რომელთაც ბიომასის წარმოებაში ბიზნესის შესაძლებლობა და გარემოსდაცვითი სარგებელი დაინახეს. თემურ მათიაშვილმა მითხრა, რომ ბიოსაწვავის წარმოება აუცილებელია საქართველოს ტყეების გადასარჩენად. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ისევე როგორც ადგილობრივი სკოლებისა და მუნიციპალური დაწესებულებების უმეტესობა, დღემდე შეშის ქურებით თბება, ხოლო საწვავად უკანონოდ მოპოვებულ შეშას იყენებს. ხეების უკანონო ჭრა გაუტყიურების ერთერთი მიზეზია საქართველოში უკანასკნელი 20 წლის მანძილზე.   საქართველო აქვს ბიომასის წარმოების შესანიშნავი რესურსი - თხილის პლანტაციები დასავლეთში და ვენახები აღმოსავლეთში. ცნობილია, რომ თხილის ნაჭუჭი და წალამი ბიომასის საუკეთესო მასალაა. თემურმა და გიორგიმ სრულად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. მათი ბიომასის საწარმო ვენახებითაა გარშემორტყმული. „წალამს ადგილობრივი ფერმერებისაგან ვაგროვებთ, ხოლო მზა ბიომასას ვყიდით სუპერმარკეტებსა და რესტორნებში შეშად და მწვადის შესაწვავ წალმად“, - ამბობს თემურ მათიაშვილი. ამ აშკარა სარგებლის მიუხედავად, საწარმოს ამოქმედება ადვილი საქმე არ ყოფილა.  გაიგეთ მეტი

მომხმარებელზე მორგებული დიზაინი - საქართველოს სახელმწიფო სერვისების ახალი ნორმა

8 დეკემბერი 2016

image იუსტიციის სახლი. თბილისი, საქართველო.

რატომ ადარებენ იუსტიციის სახლს დისნეი ლენდს და როგორ გახდა ეს ინოვაცია ახალი ნორმა საქართველოში?  წაიკითხეთ ხათუნა სანდროშვილის ბლოგში „მომხმარებელზე მორგებული დიზაინი - საქართველოს სახელმწიფო სერვისების ახალი ნორმა“.   გაიგეთ მეტი

ადმინისტრაციული ინოვაცია? UNDP-ში ეს შესაძლებელია!

10 ოქტომბერი 2016

image UNDP საქართველოს გუნდი

ჩვენი ექსპერიმენტების მიზანია უფრო სწრაფი და ეფექტური მომსახურობის მიწოდება ჩვენი კლიენტებისათვის, უპირველეს ყოვლისა ჩვენი პროგრამებისა და პროექტების თანამშრომლებისათვის. ინოვაციური მიდგომები ფინანსებისა და ადამიანური რესურსების მართვაში და ბიუჯეტების ადმინისტრირებაში ნიშნავს ნაკლებ ბიუროკრატიას და განვითარების პროგრამების უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას. 2007 წლიდან დღემდე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობამ შექმნა და დანერგა გადახდებისა და ხელფასების ავტომატური გადარიცხვის სისტემები, ბილინგისა და ფინანსური მართვის სისტემა, ავტომატური ინვენტარიზაცია. ამ, პირველი შეხედვით ძალზე სპეციფიურ და ვიწრო გამოყენების მომსახურებას, უდიდესი წვლილი შეაქვთ ჩვენი პროგრამების წარმატებაში. ბევრი ასეთი სისტემა დაინერგა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებში. წაიკითხეთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრაციის უფროსის - ქეთი უკლებას ბლოგში.    გაიგეთ მეტი

ქალი ვიცი მე კუხნაში, ან შვიდი ნაბიჯი წარმატებული კამპანიისკენ

4 აპრილი 2016

image სტუდენტების მიერ ორგანიზებული ფეინთბოლი გენდერული სტერეოტიპების "წასაშლელად". 2014 წლის მარტი. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2014 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ წამოწყებულმა პროვოკაციულმა კამპანიამ "შეიცვალე აზრი" საფუძველი ჩაუყარა საკმაოდ მძაფრ დისკუსიას საქართველოს საზოგადოებაში. ქუჩებში განთავსებულმა ტრაფარეტებმა, რომლებიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადმოსცემდა ყველაზე გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებს, უმალვე გამოიწვია ჯერ გაოცება, შემდეგ შეკითხვები, აზრთა შეხლა-შემოხლა სოციალურ მედიაში, ხოლო ბოლოს საზოგადოებრივი განხილვაც, რომელმაც უნივერსიტეტებთან და სკოლებთან ერთად სამთავრობო კაბინეტებიც მოიცვა.     2016 წელს UNDP ისევ აღმოჩნდა გენდერული თანასწორობის შესახებ გამართული დისკუსიის წინა ხაზზე საინფორმაციო და საგანმანათლებლო ინიციატივით #ჩემირუსთაველი. დიდი შოთას მიერ ჩვენთვის დატოვებული modus operandi, ქალისა და კაცის სოციალური როლების განმარტება, ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრების ხედვა  არამც თუ არ მოძველდა 850 წლის მანძილზე, არამედ განსაკუთრებით თანამედროვე და აქტუალურია სწორედ ახლა, როდესაც საქართველო  საკუთარ ადგილს ეძებს ევროპულ ღირებულებებში და ცდილობს უმტკივნეულოდ და ორგანულად შეაჯეროს სოციალური თუ პოლიტიკური არსებობის ტრადიციული და თანამედროვე ხედვა.   ორივე კამპანიის მსვლელობაში გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობდა სააგენტოსთან Saatchi & Saatchi, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია როგორც კრეატული კონცეფციის შემუშავებისას, ასევე კამპანიების უშუალო განხორციელებისას. შედეგებზე საუბარი ჯერ კიდევ წინაა, რადგან #ჩემირუსთაველი ჯერაც არ დასრულებულა. საკითხი, რომელიც ამ ბლოგისათვის შევარჩიე, ეხება იმ უნივერსალურ რეცეფტს, რომელიც განაპირობებს სოციალური კამპანიის წარმატებას, იმ „ხრიკებსა“ და პროფესიულ საიდუმლოებებს, რომელთა გამოყენების შედეგად საინფორმაციო კამპანია შეიძლება იქცეს სოციალური ცვლილების იარაღად. UNDP-ისა და Saatchi & Saatchi-ის გამოცდილება საკმაოდ საინტერესო მასალას იძლევა ამ თვალსაზრისით. ამ ბლოგში  გაიგეთ მეტი

გახსოვდეს წარსული, უსმინე მომავალს

30 მარტი 2016

image ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში, აკეთებს განცხადებას ახალგაზრდული კონკურსის "ჩემი რუსთაველი" შესახებ. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2016 წლის გაზაფხულზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ესეების კონკურსში „ჩემი რუსთაველი“. კონკურსის მონაწილეები ახლებურად გაიაზრებენ ერთიანობისა და თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის იდეას, რომელიც ჯერ კიდევ რუსთაველის დროს განაპირობებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სიძლიერეს და სახელმწიფოს ეფექტიან მმართველობას. კონკურსის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. ჩვენი ამერიკელი ინტერნი - ეიფრილ გორდონი დაინტერესდა ამ ინოვაციური კამპანიის იდეით და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა ბლოგში Revisiting the Past, Listening to the Future.     გაიგეთ მეტი

დიდი ექსპერიმენტი: საქართველოს საჯარო სექტორის რეფორმა

1 მარტი 2016

image სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციების ლაბორატორიაში. ფოტო: PSDA

როგორ დაიწყო და როგორ ვითარდება საჯარო სექტორის რეფორმა საქართველოში? რატომაა ეს პროცესი ესოდენ მნიშვნელოვანი? რითი განხვავდება საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებისაგან? რა არის საჭირო რეფორმის წარმატებისათვის და როგორ აისახება ეს ქვეყნის განვითარებაზე.  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინტერნი - ეიფრილ გორდონი ცდილობს პასუხი გასცეს ამ შეკითხვებს და შეაფასოს საქართველოს საჯარო საექტორის რეფორმა, როგორც განვითარების ერთ-ერთი უდიდესი ექსპერიმენტი. იხილეთ ეიფრილ გორდონის ბლოგში.   გაიგეთ მეტი

გადაუდებელი დახმარების მომსახურება ყველასათვის

29 ოქტომბერი 2015

image 112-ის ოპერატორები პასუხობენ ზარებს ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისაგან. 2015 წლის მარტი. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

2015 წლის მარტიდან საქართველოში მოქმედებს გადაუდებელ დახმარებასთან დაკავშირების ახალი სერვისი: ვიდეო ზარი და სმს გზავნილები განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის. როგორ შეცვალა ახალმა სერვისმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრება, ნახეთ ჩვენს ახალ ბლოგში.     გაიგეთ მეტი

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი