ნილს სკოტი

გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

Georgia McGoldrick
ნილს სკოტი. გაეროს მუდმივი კოორდინატორი/UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ბატონი ნილს სკოტი 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე. საქართველოში ჩამოსვლამდე ის ჟენევაში, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო  ოფისში, დახმარების მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ.

სხვადასხვა დროს ნილს სკოტი კოტ დიუარის და ჰაიტის ოფისების ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი იყო. ხელმძღვანელობდა კატასტროფებისა და დაზარალებულთა დახმარების პოლიტიკის განყოფილებას ჟენევაში (2010 წ. თებერვალი - ივნისი).

2006-2008 წლებში ნილს სკოტს ეკავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ადმინისტრაციული  კოორდინატორის თანამდებობა ჟენევაში. გაეროს სუდანის მისიის ფარგლებში, ის ხელმძღვანელობდა დარფურის რეგიონულ ოფისს და ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისს ჩრდილოეთ დარფურში.

12 წლის განმავლობაში ნილს სკოტს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციაში:  წამომადგენელი/დელეგაციის ხელმძღვანელი ჰაიტიში (2004) , რეგიონული დელეგაციის ხელმძღვანელი დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში (2000-2003), დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში (1997-2000), რეგიონული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე შუა აზიაში(1995-1997), პროგრამის კოორდინატორი ვუკოვარში, აღმოსავლეთ სლავონიაში, ბარანიასა და დასავლეთ  სერმში (წითელი  ჯვრის კომიტეტში ) (1995), კოორდინატორი ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში და ლოჯისტიკის ოფიცერი ხორვატიაში  (1993-1994). 

ნილს სკოტი, ასევე, მოღვაწეობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში.

დაგვიკავშირდით
ზოგადი საკონტაქტო ინფორმაცია

გაეროს სახლი, რ. ერისთავის ქ. #9

თბილისი 0179 საქართველო

ტელ: +995 32 2251126

ფაქსი: +995 32 2250271

ელ. ფოსტა: registry.ge@undp.org

ადამიანური რესურსების განყოფილება

ნანა ბათლიძე

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი

ტელ: +995 32 2251126 ext.127

ელ. ფოსტა: nana.batlidze@undp.org

შესყიდვების განყოფილება

ნანა ჯამბურია

შესყიდვებისა და ლოგისტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი

ტელ: +995 32 2251126 ext.120

ელ. ფოსტა: nana.jamburia@undp.org

საკონტაქტო ინფორმაცია
გაეროს მუდმივი კოორდინატორის წლიური ანგარიში
წლიური ანგარიში 2012

ანგარიში შეიცავს განახლებულ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. 

ყველა ანგარიში