ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობები

მიმოხილვა

UNDP Georgia vulnerable
თბილისის სოციალურ საცხოვრებელში 30 ოჯახი ცხოვრობს. გაცილებით მეტი დახმარების მოლოდინშია. მაისი 2009. ფოტო: მარიამ ჯანაშია/UNDP

უკანასკნელ წლებში განვითარებულმა პროცესებმა - უძრავი ქონების შესყიდვასა და გაქირავებაზე ფასების სწრაფი ზრდა; საცხოვრებელი პირობების შესახებ კანონმდებლობის არარსებობა და ამ სექტორისადმი სახელმწიფოს არასაკმარისი ყურადღება - მოწყვლადი ჯგუფები ახალი პრობლემის წინაშე დააყენა: საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, დღის წესრიგში დადგა ადეკვატური საცხოვრებელი ფართების არსებობის საკითხი.

იძულებით გადაადგილებულთათვის აშენებული კოლექტიური საცხოვრებელი კომპლექსების გარდა, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.

2008 წელს შვეიცარიის განვითარების ოფისმა  ააშენა საცხოვრებელი კომპლექსი 28  ოჯახისათვის. 2009 წელს, მსგავსი პროექტები განხორციელდა გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ამ სახლებში 300 ადამიანი (136 ოჯახი) ცხოვრობს.

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა შვეიცარიის განვითარების ოფისის (SCO) ინიციატივის ფარგლებში, დამატებით ძალისხმევას უთმობს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობების შექმნას თბილისის, რუსთავის, ბოლნისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ვემხრობით სოციალური საცხოვრებლების იდეას და მუნიციპალიტეტებს მხარდაჭერას ვთავაზობთ პროფესიულ კონსულტაციასა და ტრენინგში. ჩვენ, ასევე, ვეხმარებით სოციალურ მუშაკებს სოციალური სახლების ბინადრების შერჩევასა და დაბინავებაში. რუსთავში, გაეროს განვითარების პროგრამამ მუნიციპალიტეტს პირდაპირი დახმარება გაუწია სოციალური პროგრამების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.

ვინ აფინანსებს



SCO US$ 120,000

დახარჯული თანხა

2014 US$      997.30
2013 US$ 74,432.77
2012 US$ 44,569.93
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
დასრულებული
დაწყების თარიღი:
თებერვალი 2012
დასრულების თარიღი:
აპრილი 2014
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პარტნიორები:
მერიები და მუნიციპალიტეტები თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
thumbnail

პროექტს აფინანსებს შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში

ათასწლეულის განვითარების მიზანი
უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა
პროექტის დოკუმენტი
  • მოწყვლადი პირების სოციალური მომსახურება English
საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიორგი ნანობაშვილი

ეკონომიკური განვითარების გუნდის ხელმძღვანელი

george.nanobashvili@undp.org