ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის დაკავშირება დასაქმების ბაზართან

მიმოხილვა

 სასწავლო სამკერვალო საამქრო ფოთის პროფესიულ კოლეჯში. ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

წინამდებარე პროექტის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან და განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ზრდასრული მოსახლეობისათვის. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, პროფესიულ კოლეჯებთან და გადამზადების ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობით.  

რას ვაკეთებთ

პროექტის საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად სფეროს. ერთის მხრივ, გრძელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მრავალწლიანი დახმარება საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების ფორმალური სისტემის მიმართ. ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ ხელს ვუწყობთ არაფორმალური პროფესიული განათლებისა და გადამზადების აღიარებას და მისი უპირატესობების გამოყენებას ზრდასრული მოსახლეობისათვის სწავლების დამატებითი შესაძლებლობების შესაქმნელად.  

მოსალოდნელი შედეგები



  • პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება და სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობა. 
  • პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაკავშირება დასაქმების ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან. 
  • არაფორმალური სწავლის შესაძლებლობების გაზრდა, პროფესიული მუშა ხელის კვალიფიკაციისა და პროდუქტულობის ამაღლება.  

ვინ აფინანსებს

მთლიანი ბიუჯეტი US$ 607,163.93
ევროკავშირი US$ 547,054.64
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) US$   60,109.29