პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში

მიმოხილვა

UNDP Georgia farmersფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) ხელს უწყობენ პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემების დანერგვას საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

განათლებაზე და ფერმერთა უშუალო საჭიროებებზე მორგებული მიდგომა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ამ სექტორის მდიდარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის.

რას ვაკეთებთ

პროექტის ფარგლებში ხორციელდება რამდენიმე ძირითადი აქტიობა, რომელთა მიზანია სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და გადამზადების და ფერმერთა საონსულტაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მათ შორისაა: 

  • მასწავლებლების, კონსულტანტებისა და სპეციალისტების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. 
  • პროფესიული გადამზადების სფეროში სწავლების სტანდარტების შემოღება და ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა.  
  • ახალი სასწავლო მოდულების მომზადება პროფესიული კოლეჯებისათვის. 
  • ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) განვითარება. 
  • ფერმერთა ადგილობრივი და რეგიონული გაერთიანებების ხელშეწყობა რესურსებისა და ინფორმაციის მოძიების საქმეში.
  • პოლიტიკის შემუშავებისა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირების ხელშეწყობა.
  • თანამშრომლობის პლატფორმის შექმა კერძო და საჯარო სექტორისათვის.
  • საქართველოსა და ევროპის ქვეყნების პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობისა ხელშეწყობა. 

შედეგები



 ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
  • ახალი სასწავლო სტანდარტებისა და პროგრამების დანერგვა სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის 100 სასწავლო მოდულის შემოღება. 
  • 10 ათასზე მეტი ფერმერის გადამზადება 8 პროფესიულ კოლეჯში.
  • 10 ათასზე მეტი ფერმერისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა 7 სახელმწიფო საკონსულტაციო ცენტრში.
  • თანამშრომლობის გაღრმავება კერძო და საჯარო ინსტიტუტებს შორის.

გამოცემები

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი US$ 6,433,249.32
შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO) US$ 6,333,249.32
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) US$ 100,000

დახარჯული თანხა

2016 US$ 1,426,805.93
2015 US$ 1,019,502.46
2014 US$ 1,211,255.42
2013 US$ 572,760.74

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი