შიდა ქართლის მოსახლეობის მხარდაჭერა

მიმოხილვა


გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტი ეხმარება მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ მასპინძელ თემებს შიდა ქართლის რეგიონში. ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ხორცილდება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, საბავშვო ბაღებისა და წყლის მიწოდების სისტემების რეაბილიტაცია.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალი გამოცდილების გაზიარებასა და ახალი მეთოდების დანერგვას სოფლის მეურნეობის სფეროში. ამ პროგრამით უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

რას ვაკეთებთ

ჩვენ ვეხმარებით მცირე ფერმერებს, ჩამოაყალიბონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, აღმოაჩინონ და გავიდნენ ახალ ბაზრებზე. ადგილობრივი მაცხოვრებლები გადიან პროფესიულ გადამზადებას. ინიციატივას უკვე დაემატა ინფრასტრუქტურული კომპონენტიც: უკვე გარემონტდა და აღიჭურვა საბავშვო ბაღი დვანში, ასევე მოწესრიგდა წყლის მიწოდების სისტემები.

შედეგები ამ დროისთვის



  • 120 000 მეტი ჩითილი გადაეცა 200 მეურნეობას
  • 10 სადემონსტრაციო ნაკვეთი
  • პროფესიული გადამზადება მეფუტკრეობაში
  • დახმარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებაში
  • დვანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
  • წყლის მიწოდების სისტემის რეაბილიტაცია 4 სოფელში და დვანის საბავშვო ბაღში.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი
USD $ 400 000
UNHCR USD $ 360 000
UNDP USD $   40 000
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი
იანვარი 2014
დასრულების თარიღი
ივლისი 2015
გეოგრაფიული არეალი:
შიდა ქართლი
პარტნიორები
 
ათასწლეულის განვითარების მიზანი
უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა
შიდა ქართლის მოსახლეობის მხარდაჭერა
  • პროექტის დოკუმენტი English
  • განახლებული ვერსია English
საკონტაქტო ინფორმაცია

მამუკა მათიაშვილი

პროექტის მენეჯერი

mamuka.matiashvili@undp.org

გაეროს სახლი, ერისთავის ქუჩა 9

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიორგი ნანობაშვილი

ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი

george.nanobashvili@undp.org