ENPARD აჭარა: ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის

მიმოხილვა

მოცვის ფერმა სოფელ ბუთურაულში, შუახევი. 2014 წლის მაისი. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
მოცვის ფერმა სოფელ ბუთურაულში, შუახევი. 2014 წლის მაისი. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის, ენპარდის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებას, რადგან ეს სურსათის უსაფრთხოების, მდგრადი წარმოებისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების საწინდარია.

ენპარდი მხარს უჭერს მცირე ფერმერებს და ხორციელდება აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით.

ენპარდის პირველი ფაზა დასრულდა 2016 წლის ივნისში. ამასვე მალევე მოჰყვა პორგრამის მეორე ეტაპი, რომელიც 2016-2018 წლებში განხორციელდება.  

დამატებითი ინფორმაცია

 თხილის მეურნეობა სოფელ ჯაბნიძეებში, ქედას მუნიციპალიტეტი. 2016 წლის ივნისი. ფოტოს ავტორი: ვვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
თხილის მეურნეობა სოფელ ჯაბნიძეებში, ქედას მუნიციპალიტეტი. 2016 წლის ივნისი. ფოტოს ავტორი: ვვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აჭარის ეკონომიკაში, თუმცა მისი წილი რეგიონის მთლიან შიდა პროდუქტში, დასაქმებასა და უცხოურ სავალუტო შემოსავლებში საკმაოდ მოკრძალებულია.

გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, აჭარა ძირითადად მთიანი რეგიონია. ვიწრო სანაპირო ზოლს მთლიანი ფართობის მხოლოდ 3% უჭირავს, ხოლო დანარჩენი 97% მთიანი და მაღალმთიანი სოფლებია.

ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ციტრუსები, ხილი და ბოსტნეულია. ციტრუსები ასევე პირველ ადგილზეა საექსპორტო კულტურებს შორის. მარცვლოვანების წილი საკმაოდ მცირეა სასოფლო-სამეურნეო მიწის სიმწირისა და ნიადაგის თავისებურებების გამო. საოჯახო მეურნეობებში ჰყავთ რქოსანი პირუტყვი, რძის პროდუქტების წარმოება საკმაოდ მცირეა.

სოფლის მეურნეობის მაღალი პოტენციალის მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტირებულია თურქეთიდან ან შემოდის აჭარაში საქართველოს სხვა რეგიონებიდან. 

ფერმები და მიწის ნაკვეთები მცირე ზომისაა, საშუალოდ, 0.25 ჰექტარი. იშვიათია მიწების გაყიდვა ან იჯარა. მიწის უმეტესი ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თავად აყალიბებს სოფლის მეურნეობის პოლიტიკას. 2011 წელს მიღებულ რეგიონული განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ აჭარის სოფლის მეუნეობის განვითარების პოტენციალი საკმაოდ მაღალია, თუმცა მის გამოსაყენებლად აუცილებელია არსებული გამოწვევების დაძლევა. მათ შორისაა: მიწის ნაკვეთების მცირე ზომა, მომსახურების შეზღუდული არეალი, ხეხილის ხანდაზმულობა, მეწარმეების მიჯაჭვულობა ადგილობრივ ბაზარზე.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2008 წლიდან ეხმარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ადგილობრივი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში.

UNDP-ის ხელშეწყობის თვალსაჩინო შედეგებს შორისაა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მომზადება, ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის დაარსება და აჭარის აგროსერვის ცენტრის - ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ყველაზე მსხვილი მომწოდებლის, განვითარება და მისი წარმომადგენლობების გახსნა აჭარის ყველა კუთხეში. 

ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მეტი შესაძლებლობა ეძლევა ხელი შეუწყოს აჭარის ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც თანაბარ სარგებელ მოუტანს მთელს რეგიონს, მაღალმთიანი და მოშორებული სოფლების ჩათვლით. 

შედეგები




ინოვაციური სათბური ქობულეთში. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

მოგებაზე დაფუძნებული მცირე ფერმერთა ჯგუფების ხელშეწყობა

  • პროგრამის ფარგლებში, 2014-2016 აწარაში დაფუძნდა ფერმერთა 77 კოოპერატივი.
  • კოოპერატივის წევრ ფერმერთა შემოსავალი გაიზარდა 60-100 პროცენტით.
ექსტენცია და ტრენინგი
  • 6000 საოჯახო მეურნეობამ მიიღო საკონსულტაციო მომსახურება (ექსტენცია) აგრონომიაში, ვეტერინარიასა და საქონლის ხელოვნურ განაყოფიერებაში.
  • 10 ათასზე მეტი ფერმერი რეგულარულად იღებს რჩევასა და კონსულტაციას სასოფლო -სამეურნეო საკითხებში ინტერნეტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.
  • 100-ზე მეტი სპეციალისტი გადამზადდა ექსტენციაში, სანერგის მართვაში, მეხილეობაში, ვეტერინარიასა და მეფუტკრეობაში.
  • 100 მდე სტუდენტი გადამზადდა ქიმიურ ნივთიერებების, პესტიციდების, სანერგეების მართვასა და სხვა საკითხებში.
სადემონსტრაციო პროექტები
  • 8,500 კვ. მ თხილისა და 7,500 კვ.მ მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები ქედაში, შუახევსა და ხულოში.
  • რძის საწველი მანქანა და სეპარატორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფერმერებისათვის, ინკუბატორი და ხილის საჭრელი აპარატი სადემონსტრაციო პროექტებისათვის.
  • 500 m2  ბოსტნეულის ინოვაციური სათბური.
საინფორმაციო მასალები ფერმერთათვის
  • სახელმძღვანელოები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში: მებოსტნეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა, ვეტერინარია, საკვები მოსავლის წარმოების წესები, ზღვრული ხარჯი და შემოსავლების გამოთვლა, სტანდარტიზაცია და სერტიფიცერება. 
  • საინფორმაციო ბუკლეტები და პერიოდული გამოცემები.
  • 25 სატელევიზიო და 200 რადიო გადაცემა, 42 ვიდეო სოფლის მეურნეობის თემაზე.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერება
  • აჭარის სოფლის მეურნეობის საბაზისო კვლევა, აჭარის სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის და ექსპორტის პოლიტიკის კვლევა, საჭიროებების კვლევა, აჭარის საინვესტიციო პროფილი და ინვესტირების ხელშეწყობა, სამინისტროს განვითარების სტრატეგია, რეკომენდაციები სოფლის განვითარებისათვის აჭარაში.
  • გასაღების ჯაჭვების ჩამოყალიბება ბოსტნეულის, კენკროვანი მოსავლისა და მწვანილის სათბურებისათვის, საქონლისა და ფრინველის ფერმებისათვის.
  • სამინისტროს თანამშრომლების სასწავლო ვიზიტები სომხეთში, პოლონეთსა და ლიტვაში.
  • ტრენინგი პოლიტიკის შემუშავებასა და ანალიზში, განვითარებაში, ბიუჯეტირებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი US$ 4,324,579.55
ევროკავშირი
US$ 3,926,701.57
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
US$ 397,877.98

დახარჯული თანხა

2014 (სრული) US$ 2,301,272.13
ევროკავშირი US$ 1,970,194.05
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
US$    331,078.08
2013 (სრული) US$   843,684.21
ევროკავშირი US$   790,178.65
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა US$      53,505.56
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
დასრულებული
დაწყების თარიღი:
მაისი 2013
დასრულების თარიღი:
ივნისი 2016
გეოგრაფიული დაფარვა:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
პარტნიორები:
აჭარის აგროსერვის ცენტრი, ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი, პროფესიული კოლეჯი "შავი ზღვა"
ბიუჯეტი:
US$ 4,324,579.55
დონორები:
ევროკავშირი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მდგრადი განვითარების მიზნები
მიზანი 1: არა სიღარიბეს

ყველა სახის სიღარიბის აღმოფხვრა მსოფლიოში

გაიგეთ მეტი გლობალური მიზნების შესახებ
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი
thumbnail
პროექტის დოკუმენტი
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი

ლაშა კომახიძე
პროექტის მენეჯერი
lasha.komakhidze@undp.org

მისამართი

მელიქიშვილის ქ. 71
ბათუმი, საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიორგი ნანობაშვილი
ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org