ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის

მიმოხილვა

UNDP Georgia Ajara agriculture
ფერმერი ბუთურაულში, მაღალმთიანი აჭარა. მაისი 2014. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებას, რადგან ეს სურსათის უსაფრთხოების, მდგრადი წარმოების და სოფლის მოსახლეობის დასაქმების საწინდარია.

პროგრამა მხარს უჭერს მცირე ფერმერებს და ხორციელდება აჭარის მთავრობასა და აჭარის აგროსერვის ცენტრთან თანამშრომლობით.

რას ვაკეთებთ

მთლიან შიდა პროდუქტში, დასაქმებასა და უცხოურ სავალუტო შემოსავლებში მოკრძალებული წილის მიუხედავად, სოფლის მეურნეობას აჭარის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

თუ არ ჩავთვლით ვიწრო ზღვისპირა სანაპიროს, აჭარა მთიანი რეგიონია. რეგიონში, ძირითადად მოყავთ  ციტრუსები, ხილი და ბოსტნეული. ოჯახებში ყავთ საქონელი, მარცვლოვან კულტურა მცირე რაოდენობით მოყავთ.

მოყვანილი ციტრუსების დიდი ნაწილი ექსპორტით უკრაინაში მიდის. სხვა მხრივ, კი სოფლის მეურნეობის პროდუქტები ადგილობრივ მოსახლეობაზეა გათვლილი საქართველოს სხვა რეგიონებიდან და თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციასთან ერთად. არასეზონურ პერიოდში, ადგილობრივ ბაზრებზე მრავლადაა თურქული პროდუქცია. 

ფერმები მცირე ზომისაა, საშუალოდ, 0.25 ჰექტარი, იშვიათია მიწების გაყიდვა ან იჯარა. მიწების უმრავლესობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

აჭარა თავად აყალიბებს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიმართულებებს. 2011 წელს მიღებული აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიხედვით, სოფლის მეურნეობის განვითარებას რეგიონში უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებებიც. ასეთებია: ფერმების მცირე ზომა; მომსახურების შეზღუდული არეალი; ხეხილის ხანდაზმულობა; მეწარმეების მიჯაჭვულობა ადგილობრივ ბაზრებზე.

გაეროს განვითარების პროგრამა აჭარის რეგიონის მხარდაჭერას მრავალი წლის მანძილზე ახორციელებს.  ჩვენ მხარი დავუჭირეთ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მომზადებასა და ბიზნეს ინკუბატორის დაარსებას. ეს უკანასკნელი დღეს უკვე წარმატებული ცენტრია, რომელიც დაინტერესებულ მოსახლეობას მომსახურებასა და კონსულტაციას უწევს ბიზნესის წამოწყებისა თუ განვითარების კუთხით.

პროგრამის ფარგლებში, ვეხმარებით აჭარაში მოწეული პროდუქტის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას, მიწოდების არხების ჩამოყალიბებას და სხვა. ვაჭრობასთან დაკავშირებული მომსახურებებს ფერმერები და მცირე საწარმოები იღებენ ვაჭრობის ხელშეწყობის ცენტრში, რომელიც განთავსებული ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში. აქვე ხდება პროდუქტების მარკეტინგული შესაძლებლობების შეფასება; დახმარება ბიზნესისა და მარკეტინგული გეგმების შედგენისა და მიწოდების არხების განვითარებაში.

შედეგები ამ დროისთვის



ექსტენცია და ტრენინგი
  • 6000 საოჯახო მეურნეობამ მიიღო საკონსულტაციო (ექსტენცია) მომსახურება აგრონომიაში, ვეტერინარიასა და საქონლის ხელოვნურ განაყოფიერებაში
  • 6000 ფერმერი რეგულარულად იღებს ონლაინ და მოკლე ტექსტურ კონსულტაციას
  • 100-ზე მეტი სპეციალისტი გადამზადდა ექსტენციაში, სანერგის მართვაში, მეხილეობაში, ვეტერინარიასა და მეფუტკრეობაში.
  • 100 მდე სტუდენტი გადამზადდა ქიმიურ ნივთიერებების, პესტიციდების, სანერგეების მართვასა და სხვა საკითხებში
მოგებაზე დაფუძნებული მცირე ფერმერთა ჯგუფების ხელშეწყობა
  • პროექტის ფარგლებში, დაფუძნდა ფერმერთა 41 კოოპერატივი
სადემონსტრაციო პროექტები 
  • 8,500 კვ. მ კაკლის და 7,500 კვ.მ მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები ქედაში, შუახევსა და ხულოში
  • რძის საწველი მანქანა და სეპარატორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფერმერებისათვის, ინკუბატორი და ხილის საჭრელი აპარატი სადემონსტრაციო პროექტებისათვის
  • 500 m2  ბოსტნეულის ინოვაციური სათბური
ინფორმაციის გავრცელება
  • მომზადდა სახელმძღვანელოები: მებოსტნეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა, ვეტერინარია, საკვები მოსავლის წარმოების წესები, ზღვრული ხარჯი და შემოსავლების გამოთვლა, სტანდარტიზაცია და სერტიფიცერება და სხვა 
  • საინფორმაციო ბუკეტები და რეგულარული გამოცემები ფერმერებისათვის
  • 25 სატელევიზიო და 200 რადიო გადაცემა, 42 ვიდეო სოფლის მეურნეობის თემაზე
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერება
  • აჭარის სოფლის მეურნეობის საბაზისო კვლევა, აჭარის სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის და ექსპორტის პოლიტიკის კვლევა, საჭიროებების კვლევა
  • მზადების პროცესშია: აჭარის საინვესტიციო პროფილი და ინვესტირების ხელშეწყობა, სამინისტროს განვითარების სტრატეგია, რეკომენდაციები სოფლის განვითარებისათვის აჭარაში
  • გასაღების ჯაჭვების ჩამოყალიბება ბოსტნეულის, კენკროვანი მოსავლისა და მწვანილის სათბურებისათვის, საქონლისა და ფრინველის ფერმებისათვის
  • სამინისტროს თანამშრომლების სასწავლო ვიზიტები სომხეთში, პოლონეთსა და ლიტვაში
  • ტრენინგი პოლიტიკის შემუშავებასა და ანალიზში, განვითარებაში, ბიუჯეტირებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. 

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი US$ 4,324,579.55
ევროკავშირი
US$ 3,926,701.57
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
US$ 397,877.98

დახარჯული თანხა

2014 (სრული) US$ 2,301,272.13
ევროკავშირი US$ 1,970,194.05
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
US$    331,078.08
2013 (სრული) US$   843,684.21
ევროკავშირი US$   790,178.65
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა US$      53,505.56
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
მაისი 2013
დასრულების თარიღი:
მაისი 2016
გეოგრაფიული არეალი:
აჭარა
პარტნიორები:
აჭარის აგროსერვის ცენტრი, ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი, პროფესიული კოლეჯი "შავი ზღვა"
thumbnail

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი

thumbnail

და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

ათასწლეულის განვითარების მიზანი
უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა
პროექტის დოკუმენტი
  • სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა აჭარაში English
საკონტაქტო ინფორმაცია

ლაშა კომახიძე, პროექტის მენეჯერი

lasha.komakhidze@undp.org

მემედ აბაშიძის გამზირი N9, ბათუმი, საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიორგი ნანობაშვილი

ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი

george.nanobashvili@undp.org