სოფლის მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა

მიმოხილვა

UNDP Georgia environment
წაღვერსა და დაბაში 16 ჰექტარზე მეტ ფართობზე ტყის აღდგენა მიმდინარეობს. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

პროექტის მიზანია 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების დაბისა და წაღვერის მდგრადი განვითარება, გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა და კატასტროფების რისკის შემცირება.

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს:

  • მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, განსაკუთრებით იმ საქმიანობის შედეგად, რომელიც გარემოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს;
  • ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებით, პილოტური პროექტების განხორციელებას, რაც ენერგო ეფექტურობისა და ბუნებრივი რესურსის რაციონალური გამოყენების საფუძველია;
  • არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში; ეკო კლუბების, ეკო ბანაკების, მწვანე სკოლებისა და სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქციების ხელშეწყობას. ეს კომპონენტი საქართველოს მთავრობის „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ სტრატეგიის ნაწილია;
  • ადგილობრივი თემების პროფესიულ გადამზადებასა და მხარდაჭერას, რათა გაიზარდოს ცოდნა და უნარები ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებში.

შედეგები




ახალგაზრდა გარემოსდამცველები დასუფთავების აქციაზე. 2014. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

2008 წლის კონფლიქტის დროს გადამწვარი ტყის აღდგენა

  • 80 ჰექტარი დაზიანებული ტყის გაწმენდა, შემოღობვა, აღდგენა;
  • დაირგო 80,000 ნერგი;
  • 30 ადგილობრივი მუშისა და 15 დევნილის ტრენინგი და დასაქმება;

გარემოსდაცვითი განათლება

  • ახალგაზრდული ეკო-კლუბები ბორჯომის, ახალდაბისა და წაღვერის საჯარო სკოლებში;
  • მასწავლებელთა სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი განათლება სკოლაში“ - პირველად ქართულ ენაზე;
  • საპილოტო პროგრამები ბავშვებისათვის შემდეგ თემებზე: წყლის უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ტყის მართვა, ბიომრავალფეროვნება, ენერგოეფექტურობა, კლიმატის ცვლილება, ბიომეურნეობა, ცხოვრების ჯანმრთელი წესი;
  • 50 საჯარო ღონისძიება, სასწავლო პროგრამა, საინფორმაციო კამპანია;
  • ვერტიკალური ბაღები 6 საჯარო სკოლასა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში;
  • 600 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო დასუფთავებისა და ხეების დარგვის აქციებში, ახალგაზრდა რეინჯერების პროგრამაში;
  • 120 ბავშვმა დაისვენა ზაფხულის ეკო-ბანაკებში ლაგოდეხში, ქობულეთში, წყალტუბოსა და ურეკში;
  • ახალგაზრდული კონფერენციები „ადამიანის გავლენა გარემოზე“ და „ჩემი გარემო“;
  • 4 სატელევიზიო გადაცემა „ეკოვიზია (ტვ იმედი) და 5 თოქ შოუ (ტვ ბორჯომი);
ეკო სოფლები
  • ფერმერთა ექსტენციის ცენტრი წაღვერში;
  • ტრენინგი და კონსულტაცია 100-ზე მეტი ფერმერისათვის;
  • 87 მცირე საოჯახო მეურნეობის ხელშეწყობა;
  • 25 ჰა მიწის დამუშავება 15 წლიანი სტაგნაციის შემდეგ;
  • 3 აგრო-კოოპერატივი;
  • ვეტერინარული ცენტრი და ლაბორატორია წაღვერში;
  • ხორბლის, კენკრისა და ბოსტნეულის მოსავალი გაიზარდა 20-30 პროცენტით;
  • ფერმერთა შემოსავალი გაიზარდა 25 პროცენტით;

ენერგოეფექტურობა, ჰიგიენა და სურსათის უსაფრთხოება;

  • 6 ეკო-სკოლამ შეაგროვა 3 ტონა მაკულატურა და 250 კგ პლასტმასის ნარჩენი; 
  • თბოიზოლაცია და გათბობის სისტემები წაღვერის საჯარო სკოლასა და ბიბლიოთეკაში;
  • მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობელი წაღვერის საბავშვო ბაღსა და ეკო-ტუალეტებში;
  • 7 ეკო-ტუალეტი ადგილობრივი ოჯახებისათვის;
კატასტროფათა რისკის შემცირება
  • ოთხი სოფლის შეფასება;
  • სოფლის გადაუდებელი დახმარების ჯგუფები;
  • მუნიციპალური გადაუდებელი დახმარების ჯგუფები;
  • სოფლების აღწერა, რესურსები, საგანგებო სიტუაციის სამოქმედო გეგმები;
  • ლობისტები მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მიზნით
  • სასწავლო პროგრამები კატასტროფათა რისკის შემცირების საკითხებში: მობილიზაცია, მოდელები, მოწყვლადობა, შესაძლებლობათა შეფასება, მეხანძრეობა და სამაშველო სამუშაოები, პირველადი დახმარება, პროექტების შედგენა, ინტერესთა დაცვა;
ტურიზმი
  • წაღვერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი;
  • მონიშნულია 6 ტურისტული ბილიკი (100 კმ);
  • საინფორმაციო ბუკლეტები;
  • ტურისტული რუკა წაღვერის ცენტრში;
  • გიდების ტრენინგი;
  • წაღვერის პარკის რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და კომპანიასთან „ ბორჯომი საქართველო“ თანამშრომლობით. 

ვინ აფინანსებს

ფინეთის მთავრობა
Euro 1,179,677 (US$ 1,505,593)

დახარჯული თანხა

2014 US$ 701,908.99
2013 US$ 427,422.12
2012 US$ 184,755
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
აპრილი 2012
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2015
გეოგრაფიული არეალი:
სამცხე ჯავახეთი
პარტნიორები:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
პროექტს აფინანსებს
thumbnail

ფინეთის მთავრობა

ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
პროექტის დოკუმენტი
  • სოფლის მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ფალიაშვილის ქუჩა 15
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი

ასმათ ლალი მესხი 
პროექტის მენეჯერი 
Asmat.Lali.Meskhi@undp.org

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე
გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org