მტკვარ-არაქსის აუზის ტრანსსასაზღვრო დეგრადაციის შემცირება

მიმოხილვა

UNDP Georgia environment
წყალი სიცოცხლეა - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 2008. ფოტო: აგნეს მონტანარი/UNDP

ინიციატივა მხარს უჭერს მტკვარ-არაქსის აუზის ქვეყნებს, რათა მათ განსაზღვრონ ტრანსსასაზღვრო აუზის წინაშე არსებული საფრთხეები და მათი გამომწვევი მიზეზები; ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად კი შეიმუშაონ და განახორციელონ მდგრადი პოლიტიკა, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები და საინვესტიციო პროგრამა.

რას ვაკეთებთ

პროექტი ხელს უწყობს წყლის რესურსების დაბალანსებულ გამოყენებას და ეხმარება აუზისპირა ქვეყნებს შეათანხმონ დონორების მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

პროექტის მიზანია მტკვარ-არაქსის აუზის მდგრადი განვითარება, რომელიც მიიღწევა ეკოსისტემაზე დაფუძნებული წყლის რესურსების მართვის მეთოდებით. ეს შესაძლებელია მდგრადი პოლიტიკის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმებისა და საინვესტიციო პროგრამის განხორციელების გზით, ტრანსსასაზღვრო დიაგნოსტიკური ანალიზისა და სტრატეგიული მოქმედების პროგრამის გამოყენებით.

შედეგები ამ დროისთვის



  • მომზადდა განახლებული ტრანსსასაზღვრო დიაგნოსტიკური ანალიზი;
  • დაიწყო ახალი სტრატეგიული მოქმედების გეგმა;
  • ხუთი სადემონსტრაციო პროექტიდან ჩატარდა ორი, მათ შორის ტრეინინგი საერთაშორისო წყლების რესურსის მართვაში;
  • გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველწლიური ფორუმი;
  • მომზადდა საერთაშორისო წყლების რესურსების მართვის გეგმა.

ვინ აფინანსებს

მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდი
    US$ 2,900,000     

დახარჯული თანხა

2013 US$ 1,033,021.94
2012
US$    983,044
2011 US$    438,851
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
ივლისი 2009
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2014
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პარტნიორები:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება
პროექტის დოკუმენტი
  • მტკვარ-არაქსის აუზის ტრანსსასაზღვრო დეგრადაციის შემცირება English
პროექტის ვებ-საიტი
www.kura-aras.org
საკონტაქტო ინფორმაცია

მერი მეთიუსი

პროექტის მენეჯერი

mary.matthews@kura-aras.org

+995 32 2294933

ბარნოვის ქუჩა 56

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი

nino.antadze@undp.org