Clima East: საძოვრების მდგრადი მართვა

მიმოხილვა

UNDP Georgia environment
ცხვრის გადასარეკი ტრასა. 2014 წ. ფოტოს ავტორი: ანტონიო დო ვიკო/UNDP

Clima East ევროკავშირის რეგიონალური ინიციატივაა, რომელიც ეხმარება აღმოსავლეთ სამეზობლო სახელმწიფოების მთავრობებს გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების შედეგებს და შემოიღონ საძოვრების მართვის ახალი, ინოვაციური მეთოდები. საქართველოში Clima East ხელს უწყობს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებასა და საძოვრების შენარჩუნებას.

რას ვაკეთებთ

Clima East საქართველოს პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა თანმშრომლობენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე შემდეგი საქმიანობა ხორციელდება: 

  • 4,000 ჰექტარზე მეტი საძოვრების რეაბილიტაცია;
  • 300 ჰექტარი ცხვრის გადასარეკი ტრასის რეაბილიტაცია;
  • გადასარეკ ტრასაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
  • მიწის მდგრადი მართვის გამოცდილების დანერგვა;
  • ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

შედეგები ამ დროისთვის



2013 წელს თავდაპირველი სამუშაოების ჩასატარებლად, გაეროს განვითარების პროგრამამ ჩამოაყალიბა პროექტის მართვის გუნდი. განისაზღვრა თანამშრომლობის სფეროები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან: საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსოფლის მეურნეობის სამინისტრო, დედოფლისწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, წამყვანი ქართული გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES და საერთაშორისო პარტნიორები WWF და USAID. თანამშრომლობის შედეგად: 

  • მომზადდა ახალი რუკა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე არსებული მცენარეული საფარისა და გავრცელების თაობაზე;
  • შემუშავდა ახალი რუკა, რომელიც ასახავს ფერმებისა და საძოვრების ზუსტ განლაგებას;
  • დაიწყო თუში მეცხვარეების საცხოვრებელი, სოციო-ეკონომიკური პირობებისა და მათი გაუმჯობესების გზების კვლევა;
  • ვაშლოვანში შემოისაზღვრა ოთხი ტერიტორია, რომლის კვლევის საფუძველზე შემუშავდა საძოვრის მონიტორინგის სისტემა და შესაბამისი მეთოდოლოგია.
2014 წელს:

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი
US$  1,389,609
ევროკავშირი US$   1,298,700
UNDP US$       26,900

დახარჯული თანხა

2014 US$ 520,423.91
2013 US$ 114,709.79
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
იანვარი 2013
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2016
გეოგრაფიული არეალი:
კახეთი
პარტნიორები
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; დაცული ტერიტორიების სააგენტო
ბიუჯეტი:
US$ 1,389,609
დონორი:
ევროკავშირი
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი
thumbnail

   

პროექტის დოკუმენტი
  • საძოვრების მდგრადი მართვა
ფილმი: ცხვარი, წყალი და ბალახი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

გულუას ქუჩა 6
თბილისი 0114 საქართველო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

საკონტაქტო პირი

თორნიკე ფულარიანი
პროექტის მენეჯერი
tornike.phulariani@undp.org

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე
გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org