რეაგირება 2012 წლის ბუნებრივ კატასტროფაზე საქართველოში

მიმოხილვა

UNDP Georgia farmers
UNDP-ის კონსულტანტები ეხმარებიან ადგილობრივ ფერმერებს დაზიანებული ვენახების აღდგენაში. ოქტომბერი 2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2012 წლის ივლისში მოსულმა სეტყვამ დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს სამ რეგიონს: კახეთს, მცხეთა -მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთს. საქართველოს მთავრობამ ტექნიკური ხელშეწყობის თხოვნით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამასა და მსოფლიო ბანკს, რათა შემუშავებულიყო აღდგენითი სამუშაოების გეგმა.

რას ვაკეთებთ

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, გაეროს სხვა სააგენტოებსა და საქართველოს მთავრობასთან, რათა შევისწავლოთ დაზარალებული რეგიონის მოსახლეობის საჭიროებები და მათი პრობლემების მოსაგვარებლად, მოვამზადოთ აღდგენითი სამუშაოების გეგმა.

შედეგები



შემუშავდა საერთო საჭიროებათა შეფასების დოკუმენტი, რომელიც  დაზარალებული რეგიონის მოსახლეობის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მოთხოვნილებების ნუსხას წარმოადგენს. ამ დოკუმენტის საფუძველზე ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები.

2012 წლის დეკემბერში, გაეროს განვითარების პროგრამამ ეროვნულ გარემოსდაცვით სააგენტოსთან ერთად, დაიწყო საფრთხის წინაშე მყოფი მონაკვეთების აღნუსხვა სეტყვის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ თელავში.

გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარა დაზარალებული სოფლების ფერმერებს დაზიანებული ვენახებისა და ბაღების მოვლაში.

ვინ აფინანსებს

UNDP US$ 145,000

დახარჯული თანხა

2014 US$ 43,741.45
2013 US$ 80,913.11
2012 US$ 45,042
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
დასრულებული
დაწყების თარიღი:
აგვისტო 2012
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2014
გეოგრაფიული არეალი:
კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი
პარტნიორები:
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
thumbnail

პროექტს აფინანსებს გაეროს განვითარების პროგრამა

ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
პროექტის დოკუმენტი
  • 2012 წლის ბუნებრივ კატასტროფაზე მყისიერი რეაგირება English
საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი

nino.antadze@undp.org