გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა

მიმოხილვა

UNDP Georgia environmentხეების დარგვა ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შედეგად დეგრადირებული ნიადაგის აღდგენილ მონაკვეთზე. აპრილი 2014. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიო-მრავალფეროვნების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო წყლები, მიწის დეგრადაცია, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენების მართვა.

გარემოსდაცვითი პრიორიტეტების პარალელურად, პროგრამა ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა როლის გაძლიერებას საზოგადოებაში.

მცირე გრანტების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან. პროგრამა ხორციელდება არაერთ ქვეყანაში და მორგებულია თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელ გარემოსდაცვით საკითხებსა თუ პრობლემებს. პროგრამის სტრატეგია საქართველოში ერთობლივად შეიმუშავეს დონორებმა, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.

რას ვაკეთებთ

საქართველოში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ბიუჯეტია 750 ათასი აშშ დოლარი. თითოეული დაფინანსებული ინიციატივა დამტკიცებულია ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და შეესაბამება პროგრამის სტრატეგიას. დაფინანსების მიღების ერთ-ერთი მოთხოვნაა თანადაფინანსება გრანტის მიმღები ორგანიზაციის მხრიდან ან სხვა წყაროდან.

შედეგები ამ დროისთვის



გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მიიღო 32 არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციამ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისინი ახორციელებენ პროექტებს შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებზე:

  • ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია;
  • კლიმატის ცვლილება;
  • საერთაშორისო წყლები;
  • მიწის დეგრადაცია;
  • ქიმიური ნივთიერებების მართვა.

ვინ აფინანსებს

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) US$ 750,000