წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვა რიონის აუზში

მიმოხილვა

კლიმატის ცვლილების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმატა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების სიხშირემ და ინტენსივობამ. განსაკუთრებით ეს ეხება წყალდიდობებისა  და წყალმოვარდნების გახშირებას, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება ყველაზე მაღალი რისკის მქონე რეგიონებს, ეფექტურად უპასუხონ ამ გამოწვევებს.

რას ვაკეთებთ

ჩვენ ხელს ვუწყობთ წყალდიდობებისა  და წყალმოვარდნების მართვის მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის დანერგვას რიონის აუზში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებთან და მოსახლეობასთან, ასევე მთავრობასთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან. ჩვენი მიზანია ადაპტაციის მექანიზმების დანერგვა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული გარემოსდაცვითი სააგენტოსთან თანამშრომლობით.

პროექტის ძირითადი კომპონენტებია:

  • დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შემოღება და წყალმოვარდნებისა და წყალდიდობებისადმი მედეგობის გაუმჯობესება;
  • წყალმოვარდნების მართვის პრაქტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნა.

შედეგები ამ დროისთვის



ეროვნულ გარემოსდაცვით სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს რიონის არხების ტოპოგრაფიული კვლევა.
ჩატარდა კვლევების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მოგროვებას რიონის აუზში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შესახებ. კერძოდ:

  • უკვე არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად სამ რეგიონში დადგინდა ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ზონები;
  • ჩატარდა რიონის აუზის GIS ანალიზი;
  • განხორციელდა გეომორფოლოგიური და გეოტექნიკური ანალიზი.

გაეროს განვითარების პროგრამა, ასევე, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, რიონის აუზის შესახებ ისტორიული მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანაში. 

ამასთან ერთად, გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან კანონმდებლობის დახვეწის კუთხით.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი
US$ 5,060,000
ადაპტაციის ფონდი
US$ 4,900.000
UNDP US$ 160,000

დახარჯული თანხა

2013 US$ 1,104,280.02
2012 US$      75,614
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
მაისი 2012
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2016
გეოგრაფიული არეალი:
იმერეთი
პარტნიორები:
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო
ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
პროექტის დოკუმენტი
  • გეოლოგიური ანალიზი English
საკონტაქტო ინფორმაცია

ივანე წიკლაური

პროექტის მენეჯერი

ivane.tsiklauri@undp.org

მობ: +995 558 127227

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო

აღმაშენებლის გამზირი 150

თბილისი, საქართველო


საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე

გარემოს დაცვის და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი

nino.antadze@undp.org