წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვა რიონის აუზში

მიმოხილვა

UNDP Georgia environment
ხეების დარგვა მდინარე რიონის ნაპირებზე წყალდიდობების წინააღმდეგ. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

კლიმატის ცვლილების შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმატა ჰიდრომეტეოროლოგიურმა საფრთხეებმა. ეს, განსაკუთრებით ეხება წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების გახშირებას, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება ყველაზე მაღალი რისკის მქონე რეგიონებს ეფექტურად უპასუხონ წყალდიდობებსა და წყალმოვარდნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

რას ვაკეთებთ

ჩვენ ხელს ვუწყობთ წყალდიდობებისა  და წყალმოვარდნების მართვის მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის დანერგვას რიონის აუზში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მოსახლეობასთან, ასევე მთავრობასა და აკადემიურ ინსტიტუტებთან. ჩვენი მიზანია ადაპტაციის მექანიზმების დანერგვა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული გარემოსდაცვითი სააგენტოსთან თანამშრომლობით.

პროექტის ძირითადი კომპონენტებია:

  • დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შემოღება და წყალმოვარდნებისა და წყალდიდობებისადმი მედეგობის გაუმჯობესება;
  • წყალმოვარდნების მართვის პრაქტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნა.

შედეგები ამ დროისთვის



ეროვნულ გარემოსდაცვით სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს რიონის არხების ტოპოგრაფიული კვლევა. შეგროვდა ამომწურავი და სანდო ინფორმაცია რიონის აუზში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შესახებ. კერძოდ:

  • უკვე არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ზონები სამ რეგიონში;
  • ჩატარდა რიონის აუზის გეო-ინფორმაციული ანალიზი;
  • განხორციელდა გეომორფოლოგიური და გეოტექნიკური ანალიზი.

გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარა საქართველოს მთავრობას რიონის აუზის შესახებ არსებული ისტორიული მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანაში. 

გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან კანონმდებლობის დახვეწის კუთხით.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი
US$ 5,060,000
ადაპტაციის ფონდი
US$ 4,900.000
UNDP US$    160,000

დახარჯული თანხა

2014 US$ 1,083,513.95
2013 US$ 1,104,280.02
2012 US$      75,614
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
მაისი 2012
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2016
გეოგრაფიული არეალი:
იმერეთი
პარტნიორები:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო
პროექტს აფინანსებს
thumbnail

    

thumbnail

    

ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
პროექტის დოკუმენტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

აღმაშენებლის გამზირი 150 
თბილისი 0112 საქართველო
საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო

საკონტაქტო ინფორმაცია

ივანე წიკლაური
პროექტის მენეჯერი
ivane.tsiklauri@undp.org 
მობ: +995 558 127227
 

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე
გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org