საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობა

მიმოხილვა

UNDP Georgia environment
გარემონტებული ადმინისტრაციული შენობა. 2011. დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დაცული ტერიტორიების ხანგრძლივვადიანი ფინანსური მდგრადობა. ჩვენ ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა არასაკმარისი და არაპროგნოზირებადი შემოსავლის წყაროები, არასათანადო ბიზნეს-დაგეგმარება და არაეფექტური მართვა. პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა სამინისტროსდაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდთან პარტნიორობით.

რას ვაკეთებთ

მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდთან ერთად, ჩვენ ვეხმარებით  შემდეგ დაცულ ტერიტორიებს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის, თუშეთის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები. ჩვენი მხარდაჭერა ითვალისწინებს:

  • აღჭურვილობის (კომპიუტერები, კამერები, დურბინტები და ცხენების უნაგირები) შეძენას; ამასთან ერთად, რეინჯერებისათვის და სხვა მომსახურე პერსონალისათვის სახელფასო დანამატებებს;
  • გარემოსდაცვითი ტურიზმის პროგრამებს, მონიტორინგსა და საზოგადოების ინფორმირებას;
  • მცირე  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, როგორიცაა რეინჯერებისა და ტურისტებისათვის თავშესაფრების მშენებლობა და სამარშრუტო გზების მოვლა/შეკეთება.

შედეგები ამ დროისთვის



ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

  • სამწლიანი საპილოტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული და სტუმრებისათვის განკუთვნილი შენობების გარემონტებას;
  • რეინჯერების აღჭურვა მობილური ტელეფონებითა და ბიო- მრავალფეროვნების მონიტორინგისთვის აუცილებელი სპეციალური კამერებით

ლადოგეხის დაცული ტერიტორია:

  • ტურისტული ცენტრის განახლება

თუშეთის დაცული ტერიტორია

  • ინფრასტრუქტურული პროექტები
  • ეკოტურისტული პროგრამები

ვაშლოვანის დაცული ტერიტორია

  • ინფრასტრუქტურული პროექტები
  • ეკოტურისტული პროგრამები

ვინ აფინანსებს

მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდი
US$ 1,000,000

დახარჯული თანხა

2013 US$  15,464.45
2012 US$  19,616.62
2011 US$  18,723.36
2010 US$ 837,329.71
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
იანვარი 2010
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2016
გეოგრაფიული მდებარეობა:
ეროვნული
პარტნიორები:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; დაცული ტერიტორიების სააგენტო, კავკასიის ბუნების ფონდი
ათასწლეულის განვითარების მიზანი
გარემოს მდგრადობის უზრუნველყოფა
პროექტის დოკუმენტი
  • საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება English
საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი

nino.antadze@undp.org