მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი პესტიციდების განადგურება

მიმოხილვა


230 ტონა მდგრადი ორგანული დამაბინძურებლის განადგურება იაღლუჯაზე. აპრილი 2014. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

2001 წელს საქართველომ ხელი მოაწერა სტოკჰოლმის კონვენციას, რომლის მიზანია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების - მოდე-ების შემცველი ნარჩენების განადგურება. მოდ-ი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. საქართველოში მოდ პესტიციდების დაგროვება დაიწყო 70-იანი წლების დასაწყისიდან. მიუხედავად აკრძალვისა, დღემდე ამ ნივთიერებების აუთვისებელი მარაგები კვლავაც არის სხვადასხვა საწყობში, სახელმწიფო მეურნეობასა და ყოფილი კოლმეურნეობის საცავებში.

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა მსოფლიო გარემოსდაცვით ფონდთან ერთად, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს სტოკჰოლმის კონვენციით დაკისრებული მოვალეობები.

ჩვენ ხელს ვუწყობთ აუთვისებელი მარაგებიდან მოდ-ების გავრცელების შემცირებას; საკანონმდებლო ბაზის გადახედვასა და მოდ-ების შემცველი ნარჩენი პესტიციდების მართვის გაუმჯობესებას.

მოსალოდნელი შედეგები



  • სამართლებრივი და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება;
  • მოდ პესტიციდების ნაგავსაყრელიდან გავრცელების მინიმუმამდე დაყვანა;
  • 230 ტონა მოდ პესტიციდების საზღვარგარეთ ექსპორტი და მათი განადგურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდის გამოყენებით.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი US$ 1,150,000
UNDP US$     150,000
GEF US$  1,000,000

დახარჯული თანხა

2013 US$ 189,256.80
2012 US$ 183,327.9
2011 US$  28,714.02
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
ნოემბერი 2011
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2014
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პარტნიორები
მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები
ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
პროექტის დოკუმენტი
  • მოდ პესტიციდების განადგურება English
საკონტაქტო ინფორმაცია

ლალი თევზაძე

პროექტის მენეჯერი

lali.tevzadze@undp.org

მობ: +995 591 701092

ფალიაშვილის ქუჩა 15

თბილისი საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP- ში

ნინო ანთაძე

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი

nino.antadze@undp.org